Teimuraz თეიმურაზ Zakradze ზაქრაძე
"პატივცემულებო ის კი არ მიკვირს მოსკოვი და მის მიერ დანიშნული მმართველი ელიტები რას აკეთებენ.
ეს მათი სამსახურია.
ის მიკვირს ბევრ თქვენგანს მეოცნებე ხელისუფლება სულელი რომ
გგონიათ.
მიდის გინება ლანძღვა.
ასე როგორ შეიძლება,
ჭკუა არ აქვთ, შტერები არიან, ჩლუნგები არიან ..
ნუ სია გრძელია
სულ უარესი როცა ოპოზიციის ლიდერები ამბობენ
ეს დამაზიანებელია ქვეყნის ინტერესებისთვის,
ოცნებას არ ესმის რას აკეთებს და მაგვარი პოლიტიკური შეგონებანი.
მოკლედ მთელი ეს აღშფოთებები და სურვილი რომ იქნება რამე შეაგონონ ამ ხელისუფლებას.
იქნება მოვიდნენ გონზეო.
ჰოდა მომიტევეთ. მარა, რისი იმედით ამბობთ ასეთ რამეებს?
იმისთვის იწვალა მოსკოვმა, ამდენი პოლიტიკოსი, ელიტები და ცნობადი სახეები მოამზადა, ამდენი ფული დახარჯა რომ მის მიერ გამოზრდილ მმართველ ელიტებს საქართველოს ინტერესებზე ეზრუნათ?
მიამიტობასაც ხომ უნდა ჰქონდეს რაღაცა ზღვარი პატივცემულებო.
მოკალით დაუნდობლად საკუთარ თავში ყველანაირი იმედი რომ ეს რეჟიმი რამე სასიკეთოს იზამს.
არ იზამს. არაფერს კარგს არ და ვერ იზამს ეს რეჟიმი. წერტილი.
საქართველოს სახელმწიფოს არარსებობა არის რეჟიმის მოტივაცია და თუ ჯერ კიდევ არსებობს ჩვენი სახელმწიფო ეს მხოლოდ იმიტომ რომ არის ქართული სახელმწიფოს არსებობის გლობალური პოლიტიკური ნება და გარედან წინააღმდეგობის დაძლევის რესურსი არც აქვთ.
ჩვენი სახელმწიფო ვგავართ გემს "ძრავის" გარეშე.
ერთი ბაგირით მოსკოვი თავისკენ გვექაჩება, მეორე და მესამე ბაგირით ევროპა და ამერიკა.
"ძრავა" არის ეკონომიკა, მონოპოლური ოლიგარქიული ეკონომიკა არ მუშაობს და "ძრავა" ამიტომაც არის გამორთული.
ჰოდა სწორედ ამისთვის არის მოვლენილი ეს მეოცნებე ეკიპაჟი, გემი რომ არ მოძრაობდეს.
ეკონომიკა როცა იქნება თავისუფალი, ძრავაც ამუშავდება და გემი შეძლებს დამოუკიდებელ ცურვას.
სარემონტო ბრიგადები გზაშია.
ჰოდა გემის მგზავრები მეოცნებე ეკიპაჟის მიმართ დაუმორჩილებლობას თუ ვერ ვქაჩავთ, ილუზიებს მაინც მოეშვით, ესეც საქმე იქნება."
წერს თეიმურაზ ზაქრაძე.
ნანახია: (630)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას