"საქართველოში სამღვდელოების მდგომარეობა რატომ არის სავალალო? 1. ნურავინ ნუ იფიქრებს რომ ღმერთი ზეციდან აგზავნის კანდიდატებს და ყოველი სამღვდელო ხელდასხმა უფლის კარნახით ხდება. 2. ყოველ სამღვდელო კანდიდატს ირჩევს ,,სულიერო მოძღვარი'', რომელსაც წარადგენს ეპისკოპოსთან და საბოლო თანხმობას გასცემს კათოლიკოს-პატრიარქი. მღვდლად ხელდასხმისთვის სპეციალური კრიტერიუმი არ არსებობს, საამისოდ საჭიროა კარგი ურთიერთობა ეპისკოპოსთან და ,,ავტორიტეტ'' მოძღვართან, რადგან რიგითებს სიტყვა ნაკლებად ეთქმის. ინსტიტუცია სრულად დაკომპლეკტებულია ნაცნობობა-მეგობრობის ამბავში (,,ჯიგრულ პონტში'') და არა კვალიფიკაციის მიხედვით. გადახედეთ საკათედრო ტაძრებსა და ეკლესიისთვის წერტილოვან ადგილებს. თბილისის პრესტიჟულ და ცენტრალურ ადგილებში დანიშნულია საპატრიარქოსთან დაახლოებული პირები, რომლებსაც შორენასთან ან პატრიარქთან ააქვთ ურთიერთობა და არა ის მღვდლები რომლებსაც შესაძლოა ბევრად მეტი გამოცდილება, პატიოსნება და განათლებაც ჰქონდეთ (იმის თმქა მსურს, რომ ღმერთი კი არ ადგენს, ადამიანური სიმპატია განსაზღვრავს). სინოდს არა აქვს მექანიზმი ღვთის მიერ დადგენილი კანონები პატიოსნად აამოქმედოს. მუშაობს მხოლოდ ძალაუფლება და ადამიანური რესურსები. მრევლის მხრიდან წყენა და გაბუტვა საერთოდ არ მიკვირს, რადგან მეც ასე ვიქცეოდი როდესაც ჩემს მოძღვარზე ,,ცუდს'' ლაპარაკობდნენ. რთული პროცესია, მაგრამ ამ მექანიზმის მოშლა დაწყებულია. ღვთის ეკლესიას ვერავინ დაარღვევს, მაგრამ ადამიანურ ბაბილონს არასდროს ეწერა დიდხანს სიცოცხლე. ეშმაკი საუკუნეა გვწყევლის და მამაოს ,,წყევლის'' ნამდვილად არ მეშინია. ,,უფალი ჩემი შუქი არის და ხსნაა ჩემი - ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლისა - ვისგან შევძრწუნდე''? (ფსალმუნი 26. 1). ეკლესიაში დავიბადე და გავიზარდე, ასევე ეკლესიური მსახურებისთვის ვაპირებ სიკვდილს. სიცრუეს ვერ ვიტან, სიმართლისთვის სიცოცხლეს კი ნამდვილად ველოდები."
წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.
ნანახია: (737)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას