",, მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ.
აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს (მთ.11.27-30) .
იესო ქრისტეს ამ სიტყვებს რომ წაიკითხავ საღვთო ლიტურგიაზე, შემდეგ ამბიონზე დადგები და ბავშვების მოკვდინებაზე ისაუბრებ, მღვდელი კი არა, ადამიანი კი არა, ცხოველზე უარესი ხარ!
ეს არა ქრისტეს, არამედ ილია შიოლაშვილის ეკლესიაა!
არ შეიძლება ქრისტეს მღვდელი ბავშვთა მოკვდინების აუცილებლობაზე საუბრობდეს, ისევე ,როგორც დაუშვებელია,,პატრიარქის " მღვდელი ქადაგებდეს იესო ქრისტეს ანდერძზე, რომელიც თავის მოწაფეებს დაუტოვა. ქრისტესმიერ სიყვარულზე, რომელიც ,,ჩამშვები" კოდი უნდა იყოს თითოეული ქრისტიანის, თანახმად მაცხოვრის სიტყვებისა: ,,ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას" (ინ.13.35).
თქვენ კი, ბავშვებო, ნუ უსმენთ მტარვალ მღვდლებს, არამედ იცოდეთ, რომ იესო ქრისტეს უყვარხართ და გამხნევდით მისი სიტყვებით: ,,აცადეთ ყრმებსა მაგას მოსვლად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ (მრკ.10.14)"
წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.
ნანახია: (625)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას