Teimuraz თეიმურაზ Zakradze ზაქრაძე
"კანონის უზენაესობა გვაქვს?
არა.
სამუშაო ადგილები გვაქვს?
არა.
რატომ არ გვაქვს?
იმიტომ რომ ხელისუფლების ბრალია ამბობს ოპოზიცია ხომ?
ახლა შემდეგი კითხვა
სსრკ-ში ოპოზიცია იყო?
არა
კანონის უზენაესობა იყო?
არა.
რა შეიცვალა სსრკ-ს მერე?
ახლა გვყავს ოპოზიცია, მაგრამ კანონის უზენაესობა მაინც რატომ არ გვაქვს?
იმიტომ არ გვაქვს რომ თუ არსებობს დემოკრატია ოპოზიცია პირველ რიგში ებრძვის ხელისუფლების მიერ ძალაუფლების უზურპირების მცდელობებს. დემოკრატიული ინსტიტუტები რომ ჰქვია.
ეს არის დემოკრატიის აქსიომა.
ჰოდა დასკვნა ასევე მარტივი.
ძალაუფლების უზურპირება თუ მოხდა ე.ი. ოპოზიცია უბრალოდ არ არსებობს და რაც არის ის რეჟიმის ნაწილია.
ანუ რეალურად ქართული პოლიტიკა არის ერთპოლუსიანი ვერტიკალი და ყველაზე მაღლა მჯდომ ძალას სხვადასხვა ჯგუფები, პარტიები ედავებიან ძალაუფლებას.
აი ასეთი მკაფიო ლუსტრაცია მოახდინა ერთმა ნაგვის ურნამ.
სალომე სამადაშვილი რომ ყოფილიყო რეალური ლიბერალური ოპოზიცია მის გვერდით დადგებოდა ხალხი, უზურპატორი რეჟიმი დიდი ხნის წინ იქნებოდა დამთავრებული და
იქნებოდა კანონის უზენაესობა.
ამის მერე მისი ლიბერალური მოწოდებები არაძალადობაზე იქნებოდა სრულიად სამართლიანი.
ჰოდა თუ გახსენებაა ლიბერალი თომას ჯეფერსონი გავიხსენოთ
თავისუფლება არის ის ხე, რომელიც პერიოდულად უნდა მოირწყას პატრიოტების და ტირანების სისხლით.
ანუ ჩვენ ყველას ჯერ საბრძოლველი და საომარი გვაქვს დემოკრატიული სისტემა რომ გვქონდეს.
ლიბერალურ რევოლუციას ბევრად ჯობია ევოლუცია.
ჩვენმა ხალხმა საკმარისზე მეტი სისხლი გაიღო და გვაქვს უფლება გვქონდეს ნორმალური სამართლიანი დემოკრატიული ცხოვრება.
ოღონდ დიდი პრობლემა გვაქვს.
რეჟიმი გვყავს კონსერვატიული, ოპოზიცია ასევე კონსერვატიული.
კონსერვატორების მიერ დამყარებული ლიბერალური დემოკრატია ბუნებაში რომ არ არსებობს მაგას რა ვუყოთ?
ლიბერალები სწორედ კონსერვატიულ ვერტიკალურ ძალაუფლებას ამხობენ და ამყარებენ ლიბერალურ ჰორიზონტალურ მმართველობას.
ჰოდა რომელ ბანაკში ეწერება კონსერვატიული ოპოზიცია პატრიოტების თუ ტირანების?"
წერს თეიმურაზ ზაქრაძე.
ნანახია: (606)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას