logo.png

 

Bimurza Dadeshqeliani

 

აშშ-ს პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი :" ზვიად გამსახურდია ძალიან ძლიერი ლიდერია "

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ეროვნული პოლიტიკა

"ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ეროვნული პოლიტიკა ნათლად რომ წარმოვაჩინოთ ამისთვის აუცილებელია განვიხილოთ რუსეთის იმპერიის ბარბაროსული დამოკიდებულება სხვადასხვა ეროვნებების მიმართ, რომელიც საუკუნეებია არ შეცვლილა და დღესაც გრძელდება.

რუსეთის საზოგადოებაში ყველაზე ლიბერალური და განათლებული ჯგუფის დეკაბრისტების კონსტიტუციაში ნათქვამია:

“2. დაიყოს კავკასიიის ყველა ხალხი ორ ჯგუფად: მშვიდობიანებად და შფოთიანებად. პირველნი დატოვონ თავისსავე საცხოვრისში და დაუმყარონ მათ რუსული მმართველობადა წყობილება, ხოლო მეორენი (ქართველები, ჩერქეზები, ადიღელები, ყაბარდოელები, ჩეჩნები, ინგუშები, ავარიელები, ლეკები ...) ძალდატანებით გადასახლონ შიდა რუსეთში და დაფანტონ მცირერიცხოვან ჯგუფებად ვოლოსტებში;

3. შემოიყვანონ კავკასიის მიწაზე რუსი მოსახლეობა და დაურიგოს მათ აქედან გადასახლებულთა მიწები. ამ საშუალებით კავკასიაში წაშალონ ყველანაირი ნიშანწყალი წინანდელი მკვიდრი მოსახლეობისადა გადააქციონ ეს მხარე წყნარ და კეთილმოწყობილ რუსულ ოლქად“(.პ.ი.პესტელი, 1906: 8.). (ქართველთა ნიშანწყალის გაქრობას დღესაც გამუდმებით ცდილობენ გუდაუთის, ილორის, ბედიის ქართულ მონასტრებში, რაც ერთმორწმუნეობის პრინციპის არავითარ პრინციპში არ ჯდება, არაფერს ვამბობთ ვანდალიზმზე, როგორც დანაშაულზე).

1880 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ აფხაზი ერი ოფიციალურად გამოაცხადა დამნაშავე ხალხად (1877-78 წწ. ანტიიმპერიული აჯანყების მოწყობის გამო). ეს ბრძანებულება უკრძალავდა ზღვისპირას, გზების მახლობლად, სოხუმში, გუდაუთაში, ოჩამჩირეში დასახლებას. საბჭოთა ხელისუფლება აგრძელებდა ორ მოძმე ხალხებს შორის დაპირისპირების პოლიტიკას - ქართველებისა და აფხაზებისთვის „პრივილეგიების“ მონაცვლეობით მინიჭებით ხან ერთ მხარეს იმადლიერებდა და ხან მეორეს. აფხაზების პრივილეგიების წლები იყო მეოცე საუკუნის 20-30-იანი, 50- იანი, 70-80-იანი წლები, დანარჩენ დროს ქართველების იყვნენ „პრივილეგირებულნი“.. ასე მაგალითად გასული საუკუნის 80-იან წლების სტატისტიკას თუ გადავხედათ ყველა პრესტიჟულ თანამდებობზე, ასევე ყველგან პირველი პირები მხოლოდ აფხაზები იყვნენ, მეორე პირების როლში ქართველები, სომხები,რუსები ...

გენერალ პასკევიჩს (ამ პასკევიჩმა 20 ათასი მუსულმანი ქართველი გაანადგურა და 55 ათასი კი თურქეთში გაასახლა... მათ ადგილზე ჩამოასახლეს 30 000 სომეხი , ბერძენი და ჯავახეთში შეცვალეს დემოგრაფიული სურათი) ნიკოლოზ პირველმა რუსეთ-თურქეთის ომის (1828-29წწ.) წარმატებით დასრულების შემდეგ ახალი დავალება მისცა: “დაამთავრეთ რა ამრიგად ერთი დიდებული საქმე, მოგელით მეორე, პირდაპირი გაგებით უფრო მნიშვნელოვანი – ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა სრული განადგურება”. ( ი.ი.ორეხოვი, 1869: 17.). სწორედ გენოციდის პოლიტიკის შედეგად 1864 წლიდან 1869 წლამდე ჩატარებულმა მასობრივმა მკვლელობებმა ასეთი შედეგები მოგვცა :

შაფსუღები იყვნენ 300 000 დარჩა 1983 კაცი

აბაძეხები – 260 000, დარჩა – 14 660

ნათუხაელები – 240 000, დარჩა – 175

თემირღოელები – 80 000, დარჩა – 3140

ბჟედუღები – 60 000, დარჩა – 15 263

მახოშეველები – 8 000, დარჩა – 1204

ადამიელები – 3000, დარჩა – 230

უბიხები – 74 000, დარჩა – 0.

დაახლოებით ასი ათასი ჟანეეველებისა და ხაკუჩებისაგან ცოცხალი არ დარჩენილა არცერთი. (ბ . დადეშქელიანი-აფრასიძე ,თბ,2006 : 5); (.Дроздов :1877. 134.)

სწორედ სახაროვამდე სტალინმა გამოაცხადა საქართველო მცირე იმპერიად, რაც აისახა მის ყალბ და მტრულ განსაზღვრებებში: " ქართველები მებრძოლი შოვინისტები არიან ისინი საშინლად ავიწროებენ სხვებს: სომხებს, აზერბაიჯანელებს, აფხაზებს, აჭარლებს, ოსებს; ქართველები არა ეროვნება, არამედ კონგლომერატია; საქართველოს არ შეუძლია რუსეთის გარეშე არსებობა“( სტალინი ,1937: 12. ). სტალინმა საინგილოს აზერებისთვის გადაცემით დაიწყო ქართების მიერ" დაპყრობილი ინგილოები "განთავისუფლება" (საინგილოს აზებაიჯანისთვის გადაცემაზე ხელი სტალინს აქვს ხელმოწერილი..), შემდგომ ეს გააგრძელა შევარდნაძემ აფხაზებისა და ოსების" განთავისუფლებით" განახლებული საბჭოთა კავშირის“ იდეა ოფიციალურად ეკუთვნოდა, ა.სახაროვს — ავტორს გამოთქმისა „საქართველო მცირე იმპერიაა“..

მალტის სამიტი, რომელიც 1989 წლის 2-3 დეკემბერს ჯორჯ ბუშ უფროსსა და მიხეილ გორბაჩოვს შორის გაიმართა, გადაწყდა საბჭოთა კავშირის ჩაურევლობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საქმეებში, ბალტიის რესპუბლიკებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭება და დანარჩენი საბჭოთა კავშირის შენარჩუნება. როდესაც მოსკოვის პუტჩს ზვიად გამსახურდიამ გორბაჩოვის შოუ უწოდა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თავის გამოსვლაში ქალაქ კიევში პირდაპირი ტექსტით მიმართა ზვიად გამსახურდიას და ურჩია „არ წასულიყო დინების წინააღმდეგ“ და მოეწერა ხელი სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე. ზვიად გამსახურდიას ბუშისადმი პასუხში " მდინარებას მკვდარი თევზები მიჰყვებიან", ნათლად გამოჩნდა, რომ იგი თავისუფლებისკენ ქართველი ხალხის სწრაფვის სიმბოლური ფიგურა იყო.

მალტაზე გორბაჩევ-ბუშის გარიგებისთანავე სასწრაფოდ დაიწყო

„განახლებული საბჭოთა კავშირისათვის“ საკანონმდებლო ბაზის შექმნა – სახაროვ-მამარდაშვილის პროექტით სადაც ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ავტონომიურ ოლქებს მოკავშირე რესპუბლიკების ტოლი უფლებები მიენიჭათ სსრკ-ში მათი ყოფნ-არყოფნის თვალსაზრისით – ანუ სსრკ-დან გასვლა-დარჩენა და მოკავშირე რესპუბლიკაში გასვლა-დარჩენა მათ შეეძლოთ რესპუბლიკისაგან დამოუკიდებლად გადაეწყვიტათ (სეპარატიზმის კანონიერი უფლება მიენიჭათ). ( ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძე -2016: 9.)

ეს კანონი გახდა საფუძველი 2 წლის შემდეგ გორბაჩევის სატელეფონო მუქარისა ზ.გამსახურდიასადმი: „საქართველოს საბჭოთა კავშირიდან შეუძლია გავიდეს, მაგრამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე“-ო.სახაროვის საქართველოს მცირე იმპერიის კონცეფციის საფუძველზე იქნა მიღებული რუსეთის იმპერიის დაკვეთით პრაღის 24-ე რეზოლუცია ქართველთა მიერ ვითომდა ეროვნული უმცირესობების შევიწროებისა და "ოსთა გენოციდის შესახებ.." აფხაზების და ოსების "განთავისუფლების" შემდეგ რუსულ გეგმაშია სვანების, მეგრელების (პუტინის ყოფილი მრჩეველი დუგინი ამას საჯაროდ აცხადებს), აჭარლების, ჯავახების და სხვათა გამოყოფა ქართული სახელმწიფოს ლიკვიდაციამდე...

სახაროვის " მცირე იმპერიის" კონცეფციას წინ უძღოდა რუსეთის ცარიზმის და საბჭოთა იმპერიის ენობრივი პოლიტიკა .. რუსი მოხელეები შეეცადნენ, ქართველთა ნაწილისთვის გაეუცხოებინათ წინაპართა მიერ შექმნილი დედა ენა და კუთხური კილოები უმწერლობო ენებად გამოუცხადეს; მათ (ი.ვოსტორგოვმა, ქ.პატკანიანმა...) რუსეთის იმპერიის მიზანი იყო სხვადასხვა კილოზე მოლაპარაკე საქართველოს კუთხეების ქართველობა ცალკეულ ერებად წარმოედგინა. .... ბოლშევიკების იდეოლოგი ი. ჟვანია ამბობს : . “რატომ არ არსებობს მეგრული ნაცია?“ — კითხვას სვამს იგი, სამეგრელოს ხომ ყველა ის თავისებურება გააჩნია, რისგანაც იქმნება ნაცია: 1. კულტურისა და ყოფის ერთობა; 2. ტერიტორია; 3. ეკონომიკური ურთიერთობა; 4. ენა და ა.შ. ...ი. ჟვანია მარტო მეგრული სეპარატიზმის აღორძინებას როდი აპირებდა, არამედ სვანურ სეპარატიზმსაც უყრიდა საფუძველს. (ზვიად გამსახურდია 1976: 5.)

იმპერიის დეზინფორმაციის მანქანა ქართველებს ცილს სწამებდა თითქოს მათი ლოზუნგი იყო საქართველო ქართველებისათვის (როდიონოვი -9 აპრილის ტრაგედიის ავტორი), პირველად იზვესტიაში გაჩნდა ტერმინები ზვიადისტები, პროვინციალური ფაშიზმი, შემდეგ ბუნკერი, რათა გაეიგივებინათ ეროვნული ხელისუფლება ფაშიზმთან, ხოლო მხარდამჭერები კერპთაყვანისმცემლებად მოენათლათ …

ეროვნულ -გამანთავისუფლებელი ბრძოლის დროს ლიხნის მიმართვა იყო ქართველი და აფხაზი ხალხების წინაღმდეგ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის გამოძახილი იყო აპრილის 1989 წლის 4 აპრილს რესპუბლიკის მოედანზე აფხაზეთის ავტონომიის გაუქმების მოთხოვნით ანტიაფხაზური გამოსვლა (რაც მხოლოდ იმპერიის შენარჩუნების მსურველებს აწყობდათ და ეწინააღმდეგებოდა ამ ორი ხალხის თავისუფლებისკენ მისწრაფებებს). მოსკოვის ეს პროვოკაცია ჩაშალეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ, როდესაც ეს გამოსვლა 1989 წლის აპრილის დღეებში მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაში გადაზარდეს (აფხაზეთის წინააღმდეგ არსებული ყველა ლოზუნგი აპრილის მანიფესტაციებიდან გაქრა) .

ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ კარგად იცოდნენ, რომ ეროვნებათშორისი დაპირდისპირებით სანუკვარ ოცნებამე-დამოუკიდებლობამდე ვერ მიაღწევდა საქართველო ... კრემლს ეროვნებათშორის დაპირისპირებები აწყობდა და მისი აქციის დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეცვლის გამო 1989 წლის 9 აპრილს სასტიკად გაუსწორდა დამოუკიდებლობის მომთხოვნ აქციის მონაწილეებს. -განახლებული საბჭოთა კავშირის“ იდეა ოფიციალურად ეკუთვნოდა, ა.სახაროვს — ავტორს გამოთქმისა „საქართველო მცირე იმპერიაა“.. მალტაზე გორბაჩევ-ბუშის გარიგებისთანავე სასწრაფოდ დაიწყო „განახლებული საბჭოთა კავშირისათვის“ საკანონმდებლო ბაზის შექმნა – სახაროვ-მამარდაშვილის პროექტით სადაც ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ავტონომიურ ოლქებს მოკავშირე რესპუბლიკების ტოლი უფლებები მიენიჭათ სსრკ-ში მათი ყოფნ-არყოფნის თვალსაზრისით – ანუ სსრკ-დან გასვლა-დარჩენა და მოკავშირე რესპუბლიკაში გასვლა-დარჩენა მათ შეეძლოთ რესპუბლიკისაგან დამოუკიდებლად გადაეწყვიტათ (სეპარატიზმის კანონიერი უფლება მიენიჭათ). ეს კანონი გახდა საფუძველი გორბაჩევის სატელეფონო მუქარისა ზ.გამსახურდიასადმი: „საქართველოს საბჭოთა კავშირიდან შეუძლია გავიდეს, მაგრამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე“-ო. სახაროვის " საქართველოს მცირე იმპერიის" კონცეფციის საფუძველზე იქნა მიღებული რუსეთის იმპერიის დაკვეთით პრაღის 24-ე რეზოლუცია ქართველთა მიერ ვითომდა ეროვნული უმცირესობების შევიწროებისა და ოსთა გენოციდის შესახებ.. აფხაზების და ოსების განთავისუფლების შემდეგ რუსულ გეგმაშია სვანების, მეგრელების ( პუტინის ყოფილი მრჩეველი დუგინი ამას საჯაროდ აცხადებს), აჭარლების, ჯავახების და სხვათა გამოყოფა ქართული სახელმწიფოს ლიკვიდაციამდე...

"სახალხო ფრონტის ყრილობაზე ზვიად გამსახურდიამ განაცხადა: „საქართველო არის ქართველების ქვეყანა, ეს აქსიომა უნდა იყოს წარმოდგენილი და არეკლილი ამ პროგრამაში და კონსტიტუცია უნდა გამოხატავდეს ქართველი ერის ინტერესებს და ამავე დროს ყველა პიროვნების ინტერესებს რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს ის“. გამსახურდიას საქმიანობა მიმართული იყო ქართველი ერის უფლებების დაცვისაკენ, მაგრამ ეს არ გულისხმობდა სხვა ეთნიკური ელემენტების ჩაგვრას. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არცერთ ეთნიკურ ჯგუფს ზეწოლა და დევნა არ განუცდია, პირიქით, რესპუბლიკის მოქალაქეობა მიიღო ყველამ, ვინც ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე."(გიორგი არქანია, 2017, 2)

საქართველოში 1990-91 წწ. არ ირღვეოდა ეროვნული უმცირესობების უფლებები, კონსტიტუციაში ჩაიწერა საერთაშორისო სამართლის უპირატესობა ადგილობრივთან შედარებით ადამიანის უფლებების საქმეში (საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია, 1991: 4), წარმატებით მიმდინარეობდა აფხაზთა ერთიან ქართულ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი, 1991წლის 31 მარტის საყოველთაო, სახლახო რეფერენდუმში 3657477 ამომრჩევლიდან 3295493 ამომრჩევლის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ხმის მიცემა უდიდესი სამართლებრივი აქტი გახლდათ.

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაშიდამოუკიდებლობის აღდგენას ხმა მისცარეფერენდუმში მონაწილეთა 97,73%-მა. 1991 წელს აფხაზთა და ქართველთა ორმხრივმა კომისიამ (რუსების გარეშე) შეიმუშავა ახალი დროებითი საარჩევნო კანონი, რომლის მიხედვითაც აფხაზურ მხარეს ეძლეოდა დეპუტატის 28 ადგილი (43%), წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში 40,7%-ის ნაცვლად, ქართული დეპუტაციისთვის გამოიყო 26 ადგილი(40%), წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოში 37,9%-ის ნაცვლად. სხვა ეროვნების წარმომადგენლებს რჩებოდათ 11 ადგილი ანუ 17%-ი , წინა მოწვევის 21,4%-ის ნაცვლად. ქართული ორიენტაციის დეპუტაციის მაჩვენებელმა შეადგინა 47,6%-ი (აფხაზეთში ქართული მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი, ნაცვლად 52,4%-ისა (...წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში ქართული ორიენტაციის დეპუტაციამ შეადგინა 37,9%-ი ანუ 10%-ით გაიზარდა ქართული დეპუტაციის რაოდენობამ უმაღლეს საბჭოში ) ...(ბ . დადეშქელიანი-აფრასიძე ,2006:5-11)

ამ კანონმა განმუხტა კრემლის მიერ აფხაზეთში შექმნილი დაძაბულ ვითარება, აფხაზეთის კონფლიქტი თავიდან აგვაცილა... აფხაზეთის სეპარატისტულ ლიდერთან არძინბასთან შეთანხმების მიღწევა, ვითარების დამშვიდება და აფხაზეთის საქართველოს იურიდიულ და პოლიტიკურ ველში დატოვება გამსახურდიას დიპლომატიის გამარჯვება გახლდათ. 28-26-11- დროებითი საარჩევნო კანონის მეშვეობით ქართველებმა და აფხაზებმა დიპლომატიური გამარჯვება მოიპოვე მოსკოვზე, რადგან:

1. თავიდან იქნა აცილებული აფხაზეთში კონფლიქტი ,,ადგილობრივი მოსახლეობის გენოციდი და ქართველთა ეთნიკური წმენდა.

2. აფხაზებისთვის მოსახლეობის 17%-ის მიერ 43%-ი ადგილების მოპოვებით განეიტრალდა მითი მცირე იმპერიის შესახებ;

3. აფხაზეთში არჩევნების მაგალითზე ჩრდილო კავკასიაში დაიწყო ავტოქტონი მოსახლეობის თვითგამორკვევის პროცესი, დაჩქარდა კავკასიური სახლის მშენებლობა..

რუსეთმა იგრძნო რა კავკასიის დაკარგვის საფრთხე, 1992 წელს მოახდინა თბილისში სამხედრო გადატრიალება ადგილობრივი კრიმინალების და პარტნომენკლატურის მეშვეობით და 1992 წელს მოახდინა მისი მარიონეტების ხელით კონფლიქტის პროვოცირება, კიტოვანმა, არძინბამ,  შევარდნაძემ... აფხაზეთში კონფლიქტის გაჩაღებით გაყიდეს აფხაზი, ქართველი.... და აფხაზეთი მიყიდეს რუსეთს..., საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მოკლეს, 30 000 ადამიანი დაიხოცა, 300 000 აყარეს აფხაზეთიდან, სამეგრელო მრავალგზის დალაშქრეს, გადაწვეს სოფლები, 1,500 000 ქართველი საქართველოდან გააქციეს, ჩააბნელეს და ძაძებით შემოსეს მთელი საქართველო, 20 მილიარდი დოლარის ანაბრებით აართვეს მოსახლეობას, გააპარტახეს ეკონომიკა. სამწუხაროდ ამ ომის პროვოცირებაამ დიდად დააზარალა, როგორც აფხაზი, ისე ქართველი ერი, ომის შედეგები დამღუპველია მთლიანად საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, რომლის აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ ქართველთა და აფხაზთა ინტეგრაციაში.

აფხაზების, ოსების, სომხების, აზერბაიჯანელების დიდმა უმრავლესობამ რეფერენდუმში ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას.... (გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა", 1991 აპრილი: 1.) დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ეყრდნობოდა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შემუშავებულ პრინციპებს, ადამიანის უფლებების დაცვას, ერთათვითგამორკვევის პრინციპებს (1976 წელს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ შექმნეს ადამიანის უფლებების დამცველი ”ჰელსინკის ჯგუფი” ), ითვალისწინებდა ზოგადსაკაცობრიობო ღირებელებებს. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებისათვის პოლიტიკური ორიენტაცია წმიდა სახით არ იყო ან ევროპა ან ამერიკა, არამედ საქართველოს მოიაზრებდა ერთიან კავკასიურ სივრცეში( ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე მან იცოდა ,რომ” საერთო კავკასიური სახლის” საფუძვლების შექმნეს გორგასლმა ,დავით აღმაშენებელმა ,მეფე თამარმა,გიორგი ბრწყინვალემ და იმიტომ იყო მათ მეფობის დროს საქართველო ძლიერი სახელმწიფო) და აქედან გამომდინარე ძირითადად დასავლეთთან ურთიერთობით ცდილობდა პოლიტიკური ინსტიტუტების ფორმირებას (მან მმართველობის ფრანგული მოდელი აიღო საფუძვლად მმართველობის დასაწყისში..პრეფექტების,საკრებულოები..) დასავლეთმა ”ბოროტების იმპერიასთან ” მებრძოლი საქართველო პირველ ეტაპზე წაახალისა ( რეიგანის დოქტრინაში თავსდებოდა ქართველ დისიდენტების ბრძოლა),რასაც მოყვა ცნობილი ყაზბეგის შეხვედრა რუსეთის ფედერაციის მეთაურთან .... ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიოტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებანი. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ- საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე,რომელიც დაიგეგმა თბილისში. გაფორმდა შეხვედრის და მოლაპარაკების ოქმი...1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც შეიქმნას სამუშაო ჯგუფები ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის, ერთობლივი მოქმედების მიზნით შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ ,რომ სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტრომ გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები, რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება შეექმნათ, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა.

საქართველოს რესპუბლიკის, რუსეთის სფსრ და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მთავრობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური სახსრები გამოყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად.შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალა რეგიონში მშვიდობისა და - სიმშვიდის აღდგენა. შეიქმნა მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს. ხელმოწერილ დოკუმენტში საქართველოს

მეთაური ზვიად გამსახურდია და რუსეთის სახელმწიფოს მეთაური ბორის ელცინი დაბა ყაზბეგის 1991 წ. 23 მარტის დოკუმენტით სცნობენ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გაუქმებულად. შეთანხმებაში ყველგან ნახმარია ყოფილი სამხრეთ ოსეთი, უფრო მეტიც, მოლაპარაკებებში იგი საერთოდ არ ფიგურირებს როგორც არსებული სუბიექტი ... ასევე შეთანხმებაში წერია-გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები, კონფლიქტის თავიდან აცილება ცხინვალისრეგიონში, საოკუპაციო ჯარების გაყვანა სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან, სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გაუქმების ლეგიტიმურად ცნობა იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი მიღწევა..

სამწუხაროდ რუსეთმა ვერ დაინახა გამსახურდიას პოლიტიკის დადებითი მხარე კავკასიაში ერთა შორის დიალოგის გზით პრობლემების გადაწყვეტის (იგი კვლავ აგრძელებდა ინერციით ”გათიშე და იბატონეს” პოლიტიკას-შექმნა მთიელ ხალხთა კონფედერაცია სოხუმის დედაქალაქობით) და მას ბუმერანგივით შემოუტრიალდა მის მიერ პროვოცირებული კონფლიქტები ჩეჩნეთში, ინგუშეთში, დაღესტანში..

1991 წლის 23 მარტს გამსახურდია-ელცინის შეხვედრის საფუძველზე 1991 წლის 14 მაისს საქართველოს, რუსეთისა და სსრკ-ს პარლამენტარებმა (ოსური მხარე მეთვალყურის როლში) მოვახდინეთ პარაფირება დოკუმენტის, რომელშიც დაფიქსირდა ცხინვალიდან და აფხაზეთიდან სსრკ-ს (რუსეთის) ჯარების დაუყონებლივ გაყვანის აუცილებლობის შესახებ და ამ რეგიონებში პრობლემების გადაწყვეტა მხოლოდ საქართველოს პრიორიტეტად გამოცხადდა…(ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძე.თბ.2018, 7.)

ასევე რუსეთის პარლამენტარებისა და პრეზიდენტ ელცინის მიერ აღიარებული იქნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ერთეულის გაუქმების მართლზომიერება და დამკვიდრდა ტერმინი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომია. სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო ანალოგიური შინაარსის დადგენილება ამ პარაფირებული დოკუმენტის საფუძველზე …(ბ . დადეშქელიანი-აფრასიძე ,2006: 11.) 28-26-11 პრინციპით არჩევნების ჩატარება, ეროვნული უმცირესობების დიდი უმრავლესობის მიერ რეფერენდუმში დამოუკიდებლობისათვის და ტერიტორიული მთლიანობისათვის ხმის მიცემა, ყაზბეგის შეხვედრის ოქმი, სსრკ-ს პრეზიდიუმის დადგენილება და პარლამენტების (სსრკ-ს, რუსეთის და საქართველოს) მიერ მიღებული დადგენილებები იყო ქართველების, ოსების, აფხაზების დიდი გამარჯვება, რითაც შეიძლებოდა სისხლისღვრის თავიდან აცილება და ამ ხალხების გადარჩენა …ეს იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი მიღწევა...

უნდა ითქვას, რომ მოსკოვის კრემლის დეზინფორმაციული მანქანა ხშირად მსგავს ინსინუაციებამდე მიდიოდა ეროვნული ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით, რასაც ხშირად დასავლეთის მასმედია, დიპლომატია აიტაცებდა ხოლმე, კერძოდ: 1991 წელს ფრანგულმა გავლენიანმა გაზეთმა "ლე მონდმა"დაბეჭდა, რომ გამსახურდიამ საქართველოში მიიღო კანონი, რომელიც ოსი ეროვნების ადამიანებს ერთ შვილზე მეტის ყოლას უკრძალავსო! როდესაც რამოდენიმე წლის შემდეგ ხსენებული გაზეთის რედაქტორს აღშფოთებულმა ქართველმა ემიგრანტებმა ჰკითხეს, რაზე დაყრდნობით განათავსა ეს აბსურდული ინფორმაცია, მან - ისეთმა პიროვნებამ მაცნობა, რომელსაც უყოყმანოდ ვენდობოდიო. .

ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ამ უდიდეს შედეგს ვერ მიაღწევდნენ ადამიანის უფლებების სრული დაცვის გარეშე და ეს შედეგი კი ყველაზე ნათლად ვაცლავ ჰაველმა გამოხარტა, კერძოდ მან აღმოსავლეთ ევროპის დისიდენტთა ლიდერმა-ჩეხეთის პრეზიდენტმა განუცხადა ზვიად გამსახურდიას, რომ საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ, ზვიად გამსახურდიამ გადამწყვეტი როლი შეასრულეს აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა რესპუბლიკების განთავისუფლებაში .. გამოდის, რომ 9 აპრილის გმირებმა თავი შესწირეს ყველაზე მნიშვნელოვანს-თავისუფლებას და ამ გმირების სისხლი ტყულად არ დაღვრილა.. მათ საპატივცემლოდ ქვეყნის დამოუკიდებლობა, ქართული სახელმწიფოს დაბადება ორი წლისთავზე გამოცხადდა... დავით აღმაშენებელმა აღმოსავლეთ ევროპის საქრისტიანო, ბიზანტია-მეორე რომი გადაარჩინა მუსულმანურ საფრთხისაგან, ხოლო ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ აღმოსავლეთი ევროპა გაანთავისუფლეს რუსული კომუნისტური ურჩხულის ბორკილებისაგან.. ზვიად გამსახურდია ადამიანის უფლებების, ეროვნული უმცირესობების დამცველი, რომ არ ყოფილიყო 1978 წელს აშშ-ს კონგრესი არ წარადგენდა ოფიციალურად ნობელის პრემიაზე, 1991 წელს აშშ-ს კონგრესმენები დემოკრატიასა და თავისუფლებაში შეტანილი წვლილისათვის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საპატივცემლოდ კაპიტოლიუმის შენობის თავზე აღარ აღმართავდნენ ამერიკის დროშას, 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას აშშ-ს კონგრესი ლეგიტიმურად არ გამოაცხადებდა, ხოლო მისი დე-იურედ დამოუკიდებლობის ცნობას აშშ 1991 წლის 25 დეკემბერს არ გააფორმებდა .. შეგახსენებთ, რომ 1992 წლის 6 იანვრამდე მსოფლიოს 28 ქვეყანამ დე იურე ცნო ქართული სახელმწიფო..

საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის ერთერთი ლიდერი პეტრე გრიგორენკო წერს: "მჯერა, დადგება დრო, როდესაც ქართველი ხალხი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავის უდიდეს ეროვნულ გმირებად შერაცხავს "(პ.გრიგორენკო, 1978,N1).

"ეს ის ზვიად გამსახურდია იყო, ერი რომ გამოაფხიზლა, სამშობლოს ზვარაკად შეეწირა. "

ადამიანის უფლებების ცნობილმა დამცველმა, ჰუმანისტმა ზვიად გამსახურდიამ უდიდესი გარღვევა მოახდინა პოლიტიკაში, გააზრებული ეროვნული პოლიტიკით მერაბ კოსტავასთან ერთად ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა სსრკ-ს დაშლაში, რეფერენდუმის მეშვეობით ფუნდამენტი ჩაუყარა საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს, არცერთი გოჯი მიწა არ დაუთმია და ოკუპირებულ-ანექსირებული უძველესი კულტურის ქვეყანა გაიყვანა საერთაშორისო ასპარეზზე..

ლიტერატურა:

1.პ.ი.პესტელი. რუსსკაია პრავდა, სანკტ-პეტერბურგი, 1906;

2. ი.ი.ორეხოვი. დასავლეთ კავკასიის სამხრეთ კალთებზე, სამხედრო კრებული, რუსულად, №9, 1869;

3. სიგუა. მარტვილი და ალამდარი, თბილისი, 2011;

4. ივანე ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, ხუთტომეული, თბილისი, 2012;

5. გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, 1991 წლის 8 აპრილი.;

6. გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, 1991 წლის 8 ოქტომბერი;

7. ნ.ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები, თბილისი, 1990;

8. ჯ. გამახარია. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში (1917-1988)… კრებული, თბილისი, 2004;

9. საქართველოში არსებული კონფლიქტები და მშვიდობის პერსპექტივები, თბილისი, 2009;

10. ალ. ბენდიაშვილი. საქართველოს ისტორია, თბ, 1999.

11. ბ.აფრასიძე, ა.გვიშიანი,თ. გვანცელაძე...რა არის ჩვენი სიცოცხლე?ბრძოლა! 1994 წ.თბილისი .

12. ბ.დადეშქელიანი -აფრასიძე,კულტუროლოგიური პრობლემები ,თბ,2006წ.

13. ბ . დადეშქელიანი-აფრასიძე , საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები ,თბ,2006

14.თომას გოლცი -საქართველო ,თბილისი ,2015 წელი

15. გიორგი გაჩეჩილაძე“საით “მიჰყვებიან მდინარებას მკვდარი თევზები?”თბილისი ,2004 წ.

16. ზვიად გამსახურდია -სამეგრელოს საკითხი(ისაკი ჟვანია და სამეგრელოს “ავტონომია”) .თბ.1976 წ.

17.ზვიად გამსახურდია-მიმართვა აფხაზ ერს .1991 წ.

18.ზვიად გამსახურდია - მიმართვა ოსი ხალხისადმი .1990 წ

19. . Проблемы Кавказской войны ивыселение черкесов в пределы Османской империи, Нальчик, 2001.

20.Дроздов И. Последняя борьба с горцами на Западном Кавказе // Кавказский сборник. Тифлис,1877

სოციოლოგიის დოქტორი, დეპუტატი ბიმურზა დადეშქელიანი

ეს სტატია წაკითხული იქნა თსუ-ში, ზვიად გამსახურდიას დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე და ახლახან გამოცემულ კრებულში არ დაიბეჭდა ფეისბუქზე მისი გამოქვეყნების საბაბით..

სხვაგან არსად არ დაბეჭდილა ..

ფეისმეგობრებო თქვენ განსაზღვრეთ რატომ არ ბეჭდავს თსუ და არტანუჯი, კრემლს ეწყინება?

....ზვიად გამსახურდიამ სამშობლოსათვის რუსეთთან ბრძოლაში თავი გაწირა და მის კრებულში თსუ-ში იმპერიის შიშით მოხსენებას არ მიბეჭდავენ....

ფეისგვერდზე ჩემი სტატიის გამოქვეყნების საბაბით ზ.გამსახურდიას კრებულში ეროვნულ პოლიტიკაზე ჩემი მოხსენების არ დაბეჭდვა კორექტულია?

ეროვნული ხელისუფლების ეროვნული საკითხის კურატორის ძალზე აქტუალურ ეროვნულ პოლიტიკაზე მოხსენების კრებულიდან ამოღება პუტჩის გაგრძელებაა"

წერს ბიმურზა დადეშქელიანი.

ნანახია: (1783)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას