",,ჭყონდიდის სამღვდელმთავრო კათედრა დაარსებიდან (X ს.) მთელი მისი არსებობის მანძილზე უმნიშვნელოვანესი და დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უპირველესი ეპარქია იყო. ჭყონდიდელი მღვდელმთავრის დიდი გავლენისა და ავტორიტეტის გამო წმინდა მეფე დავით აღმაშენებელმა მას უმაღლესი საერო თანამდებობა - მწიგნობართუხუცესობა მიანდო და მეფის შემდეგ სამეფოს პირველ პირად აქცია. შემდეგში მეფე დავითმა ჭყონდიდელს კიდევ ორი ეპარქია - ბედია და ალავერდი დაუქვემდებარა, რაც მისი მზარდი გავლენის მიმანიშნებელია. ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი ზოგჯერ საქართველოს უპირველესი საეკლესიო იერარქი - კათოლიკოსიც ხდებოდა".
და რა ხდება დღეს?
ადგილი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება წმ.გიორგი ჭყონდიდელს და, აქედან გამომდინარე, წმ
მეფე დავით აღმაშენებელს, ეს ორი ბუმბერაზი პიროვნება კი, თავის მხრივ, ეკლესიის განწმენდისა და ქვეყნის გაძლიერება-განვითარების სიმბოლოა, ამ ძველი და ისტორიული ეპარქიის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში დღეს ადგილობრივ ,,ეპისკოპოსს" გრიგოლ (კაციას) ტენისის მაგიდა აღუმართავს.
ალბათ, კარანტინში მოიწყინა მისმა მაღალმა (და მისთვის გაუაზრებელმა) ღირსებამ.
ეპარქიის სამღვდელო და სამონაზვნე დასი სად არისო, ვიკითხავთ სავსებით სამართლიანად. აბა ,რა გითხრათ?! მეუფე პეტრეს მკაცრი, მაგრამ სამართლიანი ხელის შემდეგ ახლა სავსებით გალაღებულნი (რა თქმა უნდა, რამდენიმეს გამოკლებით) ალბათ, არ ხედავენ ამ უმსგავსობას, ან ჯერ მაჯაზე (იმედია) ეთხვევიან ,,ეპისკოპოსს " და მერე უკვე მიდის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა პირველობისათვის.
ჰო, მარტვილში ერთი კაი სახინკლე სცოდნია პატივცემულ კაციას, ლუდიც დიდებული ქონიათ, მაგრად მოაქო, რომ იტყვიან. მისი მეუფებისთვისაც მოიტანა ამას წინ და რამდენიმე ბაკალი შეეწირა ამ საქმეს კედლის შელამაზებასთან ერთად.
ერთ დროს დიდებულ ჭყონდიდის ეპარქიას ახლა ქვაბ-ავაზაკნი დაეპატრონნენ, მაგრამ მჯერა, რომ წმ. გიორგი ჭყონდიდელი არ დაუშვებს მათ დიდხნიან ბოგინს ამ კურთხეულ კათედრაზე."
წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.
ნანახია: (655)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას