logo.png

 

Vladi Narsia

 

"ვინ არის დამნაშავე - ის ვინც სცოდავს თუ ის ვინც ცოდვის წინააღმდეგ ხმას არ იმაღლებს? ქრისტიანული მორალითა და კანონიკით დიახ, სქიარქიმანდრიტი გრიგოლ აბაშიძე დამნაშავეა, მაგრამ ამ დანაშაულის მიზეზი არიან ეპისკოპოს/მიტორპოლიტები, ვინც სულ მცირე 3 ათეული წელია ხმას არ იმაღლებენ გრიგოლ აბაშიძის უღირს და შეურაცხმყოფელ საქციელზე. რატომ? იმიტომ, რომ გრიგოლ აბაშიძე დაემუქრა ეპისკოპოსებს, თქვენი და თქვენს მიერ აღზევებულის ყალბი წმინდანობის შესახებ ყველაფერი ვიცი და თუ ჩემზე დაიწყებთ საუბარს ყველაფერს საჯაროდ გამოვიტანო. ერხელ ასეც მოიქცა და სოციალურ ქსელში ზოგიერთი ეპისკოპოსის ამორალური ქცევების და KGB-სთან თანამშრომლობის შესახებ მასალები გამოფინა, თან ქადაგებაში ირიბად მიანიშნა, რომ "იმან მეტრ...@ით აავსო ეკლესიაო".

გრიგოლ აბაშიძე ჯერ თბილისის სასულიერო სემინარიიდან და შემდეგ გელათის მონასტრიდან გააძევეს, ბინძური და ქრისტიანისთვის შეუფერებელი მრავალგზის ჩადენილი ქმედებების გამო. შემდეგ ვანი-ბაღდადის ეპარქიის მმართველს, ანტონ ბულუხიას მიეკედლა, მაგრამ ანტონმა სიბინძურეების კეთება არ აპატია და ცხვირ-პირ დამშვენებული გამოაგდო ეპარქიიდან. შემდეგ აწ გარდაცვლილ, ათანასე ჩახვაშვილის ომოფორის ქვეშ განიწმინდა განმწმენდელის ჯიგარით და ეკლესიაში პედარასტიის და ათასგვარი სიბინძურის მხილება დაისახა მიზნად საკუთარის გადასაფარად. კარგა ხანი გაუდიოდა , რადგან მეორე მხარეს საკუთარი ცოდვებით დამძიმებულებს არ აწყობდათ გრიგოლ აბაშიძის მხილებანი. მაგრამ, ეპისკოპოსი ათანასეს გარდაცვალების შემდეგ, პირველსავე ცდაზე ეპისკოპოსს იოანე გამრეკელთან (ათანასე ჩაანაცვლა!) მოუვიდა დაპირისპირება და ვითარების განსამუხტად აკადემიკოს-პროფესორთან, "ტრუბაში გამძვრალებს" რომ არ ჰგავს, გიორგი შალამბერიძესთან მიავლინეს.

მოკლედ, ამას იმიტომ ვყვები, რომ დაგანახოთ, რამდენი ეპისკოპოსისა და მაღალი იერარქისთვის იყო ცნობილი გრიგოლ აბაშიძის ავაზაკობანი, მაგრამ ვერცერთმა გაბედა მისი საკითხის დაყენება სინოდზე, და იცით რატომ? იმიტომ რომ საკუთარ ცოდვათა და დანაშაულთა გასაჯაროების შიშს გადააყოლეს ეკლესიის სახელი და სიწმინდის დაცვის ვალდებულება!

სინოდი და ეპისკოპოსები ვინ უნდა განსაჯოს? ზეცაში ღმერთმა და მიწაზე ქრისტიანებმა, ე.ი. ჩვენ!"

წერს თეოლოგი ვლადი ნარსია.

ნანახია: (823)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას