logo.png

 

Lela Chkhartishvili

 

"მაპატიეთ, მე ხშირად ვერ ვწერ იმას, რისი თქმაც მინდა... სიტყვების ნაკლებობის გამო..ან არ ვიცი... სანამ მეუფე პეტრეს, ასე ვთქვათ, ტიტული და რანგი გააჩნდა. (ეს ბოლო სიტყვა განსაკუთრებით უყვარს ანაფორას ამოფარებულ ზოგიერთ მლიქვნელსა და ჩინების მოყვარულ გააზნაურებულ მდაბიოს... დათრგუნული და შევიწროებული გონების პატრონს.)..მეუფე პეტრეს, როგორც მაღალ იერარქს, ასეთები, კუდს უქიცინებდნენ... ელოლიავებოდნენ... რადგან ეს მათ მდგომარეობას ჭირდებოდა... თუმცა მეუფე პეტრეს თავისი „რანგი“ და ტიტული უაზროდ, საკუთარი კომფორტისთვის არ გამოუყენებია.... მის საქველმოქმედო საქმიანობაზე ალბათ არაერთი წიგნი დაიწერება... მან თავისი გავლენები ადამიანთა დასახმარებლად და სიკეთისთვის გამოიყენა... ამ ადამიანის შეფასება მომავლის საქმეა... რადგანაც დრო აჩენს გმირს... მადლისგან დაცლილი ადამიანები მხოლოდ რანგს და ტიტულებს აფასებენ და არა ადამიანს... მე მეუფე პეტრე სიყმაწვილეშივე გავიცანი და, იქედან მოყოლებული, მასში არ შევმცდარვარ... თუმცა იმ თავისი სახიფათო სიმართლით, იმ რისკით, რაც მან გაწია, ჩემს თვალში ის მაინც უფრო სხვა ადამიანად წარმოჩნდა და მე ასეთი, პატიოსნებისთვის დევნილი მეუფე პეტრე უფრო მიყვარს.... მაგრამ აქვე დავსძენ, როგორი ადამიანები არ მიყვარს!... ანუ როგორი არ უნდა იყოს ადამიანი!.. ერთი ახლობელი მეუბნებოდა ამას წინათ... რამდენიმე სასულიერო პირმა (სახელებს არ ვამბობ...შვილები ჰყავთ და იმათ რა დააშავეს)... მას შემდეგ, რაც, მეუფის მხარე დავიჭირე, ადრე რომ მეუფეს თვალებში შესციცინებდნენ, იმ მღვდლებმა, ახლა რომ დამინახეს, ზურგი მაქციეს, და ისე გაიქცნენ, წიხლებს სულ კეფაში ირტყამდნენო... შეეშინდათ ანუ...„სულის კაცებს“!...აბა რა, დასაკარგი ბევრი აქვთ და იმიტომაც დაფრთხნენ საბრალოები.... ერთს გამოვემცნაურე და აქეთ-იქეთ თვალებს აცეცებდა, ხომ არავინ გვითვალთვალებსო... 30-იანი წლები რომ ყოფილიყო, ესენი რას იზამდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ?!... ციმბირს უკან დაატოვებინებდნენ იმ ადამიანებს, ვინც მათ არ ჰგავთ... მათსავით ფარსში არ მონაწილეობს... ბედნიერი ღიმილით... მათსავით ცხოვრების ტლანქ ტყუილს ნების ნაზ სიმართლეს ვინც არ ანაცვალებს... აგერ, პატარა სიმართლე თქვა მამა თეოდორემ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ქვების სროლაში... მე ვფიქრობ, რომ არსებობენ სინათლის ძეები და სიბნელის ძეები... სამწუხაროა, მაგრამ სახარებისეულადაც ხომ ასეა, ამ წუთისოფელში „პარადი“ ამ მეორე კატეგორიას მიჰყავს... მათ ეტრფის მასა... განადიდებს ფუჭად... ვაჟასი არ იყოს... „მე წავალ და თქვენ დაგრჩეთ ეს წუთისოფელიო.“ ...დაე, იყოს ეს ბრიყვული წუთისოფელი მლიქვნელებისთვის, გაიძვერებისთვის...  ბრიყვებისთვის.... სასუფეველზე კი ნურც იოცნებებენ!.."

წერს ლელა ჩხარტიშვილი.

ნანახია: (552)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას