logo.png

 

Vladi Narsia

5 წთ.  · 

"ბუკნარის შემთხვევა, მსგავს წინარე შემთხვევებს შორის, წარმოადგენს მუსლიმი მრევლის მარგინალიზაციის და გარიყვის პოლიტიკის შედეგს. მე ორჯერ ვესტუმრე ზემო აჭარის ულამაზეს ხეობას იმისათვის, რომ გავრკვეულიყავი თუ რა უდევს საფუძვლად სახელმწიფოს შიშებს მუსლიმი მოქალაქეების მიმართ და რატომ აწარმოებს იგი გაუცხოებაზე დაფუძნებულ პოლიტიკას, რომელიც მხოლოდ ნეგატიური შედეგებით გვიბრუნდება, განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მსგავსი ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო რელიგიური პოლიტიკის მიღმა მხოლოდ მტრული სახელმწიფოს ინტერესები დგას და არავითარი რეალური მიზეზები. ეს მხოლოდ რუსეთს აწყობს !!! როგორც უკვე დავინახეთ, რელიგიის სააგენტო სწორედ რუსული ინტერესების გასატარებლად შექმნეს. ამიტომ, იგი უნდა დაიხუროს და ყველა ვინც ამ პოლიტიკის შექმნის ავტორია პასუხისგებაში მიეცეს!

რა თქმა უნდა, მძიმე სანახავია როცა ლოცვისა და რელიგიურ მსახურებების გამო ადამიანებს უწევთ დარაზმვა და ძალის დემონსტრირებით საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვა, მაგრამ, სწორედ ასეთი პრაქტიკა დაამკვიდრა რელიგიის სააგენტომ 2014 წლის შემდეგ. ზაზა ვაშაყმაძე ყოველგვარი ადამიანური პატიოსნებისა და მორალის მიღმა მოქმედებდა და მუსლიმ მრევლს აჩვენებდა ხელისგადაგრეხვის პორლიტიკის უპირატესობას და დასაცინს ხდიდა კანონის პატივისცემას, თავი რომ დავანებოთ რელიგიურ ეთიკას და სინდისს. განა შეიძლება ხელისუფლებისაგან ათასჯერ მოტყუებულმა, დამცირებულმა, გარიყულმა და იგნორირებულმა ხალხმა სახელმწიფო მზრუნველად და მშობლიურად აღიქვას? ეს პოლიტიკის ყველაზე ველური ფორმაა, რომელიც უნდა დასრულდეს და მისი ავტორი პასუხისგებაში მიეცეს!

რელიგიის სააგენტოში ყოფნის ძალიან მცირე პერიოდში მოვახერხე ინტერ-რელიგიური განათლების შესახებ საკითხის გააქტიურება. მიმაჩდა და დღემდე მიმაჩნია, რომ რელიგიური ფუნდამენტალიზმის დაძლევა და ტოლერანტული შეგნების გაღვივება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სწორი რელიგიური განათლებით და არა რელიგიის სკოლებში სწავლების აკრძალვით. სამწუხაროდ, დღემდე ეს საკითხი ტაბუირებულია. ხელისშემშლელ მიზეზთა შორის არამხოლოდ სუსი და რელიგიის სააგენტოა წარმოდგენილი, არამედ ზოგიერთი არასამთავრობოც კი, ჩემი შეფასებით საკითხის არასწორი შეფასების და არასაკმარისი პროფესიონალიზმის გამო. მე დღესაც ინტერ-რელიგიური განათლების სწორად განხორციელების მეთოდიკაში ვხედავ გამოსავალს, რომელსაც ხელს ორკესტრირებულად უშლის: სუსი, საპატრიარქო და რელიგიის სააგენტო."

წერს თეოლოგი ვლადი ნარსია.

ნანახია: (756)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას