logo.png

 

ბექა ჭიჭინაძე

 

"ყველა ფუნდამენტურ პრობლემას ქართულ საზოგადოებაში აქვს ილუზორული კონტრარგუმენტი, რაც გვაბრმავებს და პრობლემის დანახვის საშუალებას გვართმევს:

სახელმწიფოებრივი გამოცდილება გვაკლია, მტრულად ვეკიდებით შემდგარი დემოკრატიების გამოცდილებებს, მშვიდად ვართ, სამი ათასი წელია ვარსებობთ, ვისგან რა გვესწავლება, ამერიკის ხნის ხე გვაქვს ეზოში !

ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს ვჩაგრავთ, მაგრამ მშვიდად ვართ, გვერდიგვერდ გვიდგას სინაგოგა, მეჩეთი, ეკლესია, ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობა და ა.შ.

სჯულის უმეცარი სამღვდელოება და სინოდი გვყავს, რომლის ერთადერთი წევრია ღვთისმეტყველი (კარდიოლოგიური კლინიკა ერთი კარდიოლოგით ?!), მაგრამ არხეინად ვართ, ჩვენ ისტორიულად ერთადერთი ვიყავით, სადაც ერესს არ უარსებია.

ათასწლოვანი ტაძრები გაჯითა და რკინაბეტონის კონსტრუქციებითაა შერყვნილი, მაგრამ მშვიდად ვართ, ხევში და ბოდბეში ძველი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების თანამედროვე ძეგლები აღიმართა

ქალები იჩაგრებიან, მაგრამ მშვიდად ვართ, ქალთა უფლებების დაცვა ვინ უნდა გვასწავლოს, ქალები მეფობდნენ ამ ქვეყანაში.

უკულტურო საზოგადოება ვართ, მაგრამ მშვიდად ვართ, ჩვენ ხომ ,,ვეფხისტყაოსნის" ერი ვართ.

არ დარჩენილა ღირებულება, რომლისთვისაც არ გვიღალატია, მაგრამ მშვიდად ვართ, ჩვენ ხომ ასი ათასი მოწამე გვყავდა..."

წერს ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე.

ნანახია: (570)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას