logo.png

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადება

საქართველოს გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ბატონ გიორგი ჩალაძის განცხადებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში უკვე გაკეთებული აქვს რამდენიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირს და მაღალჩინოსანს. კულუარულად ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 17 დეკემბრიდან კათოლიკოს-პატრიარქის ორთვიანი მკაცრი კარანტინის დასრულება და წირვა-ლოცვებზე გამოჩენა სწორედ მისთვის ფარულად ჩატარებული ვაქცინაციის შედეგია. ჩვენ ვთხოვთ საპატრიარქოს: დაადასტუროს, ან უარყოს გავრცელებული ინფორმაციები. დადასტურების შემთხვევაში კი აუცილებელია გასაჯაროვდეს იმ იერარქთა სია, ვინც უკვე ვაქცინაცია ჩაიტარა. იმ საგანგაშო მოცემულობაში, როდესაც ეკლესიის და მორწუნეობის სახელით არაერთი მოძღვარი და მრევლის წევრი ეწევა ანტივაქსერულ კამპანიას, სატანურად და ცოდვად აცხადებს ვაქცინაციას, საქართველოს პატრიარქის და სხვა იერარქების პირად მაგალითს გასაჯაროვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვის და სიცოცხლის უსაფრთხოებისთვის, მოსახლეობის ფართო მასებში ანტიმეცნიერული და ანტისამედიცინო ბნელი პოზიციების დაძლევისათვის.

ნანახია: (766)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას