"ოცნების ხელისუფლების პირობებში რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის და სიძლვილის ენის წაქეზების შესახებ დიდი ხნის წინ ვსაუბრობდი. ამ მიმართულებით რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაზა ვაშაყმაძე ძალოვანი სტრუქტურების მხარდაჭერით წლებია უკიდურესად საშიშ პრეცენდენტებს ქმნის ე.წ. ნაციონალური ინტერესების და უსაფრთხოების პოლიტიკის სახელით.
ვისაც დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბუკნარში მომხდარი ფაქტის მიზეზები გაინტერესებთ პასუხები უნდა ეძიოთ რელიგიის სააგენტოს პოლიტიკაში. გარწმუნებთ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე რელიგიის სააგენტო საპატრიარქოს გვერდით ყველაზე საშიშ ინსტიტუციას წარმოადგენს და ახორციელებს რუსულ რელიგიურ პოლიტიკას."
წერს თეოლოგი ვლადი ნარსია.
ნანახია: (745)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას