logo.png

 

Gelasi Aroshvili

ჩვენი ''სიფსიხე'' ანუ მშვინვიერება

"როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ნევროზი სულიერი და მშვინვიერი ძალების რეგულაციის მოშლაა. ეს ძალები წესით, რაიმე კონკრეტულისკენ მიზნისკენ უნდა იყვნენ მიმართულნი. ქრისტიანული ასკეტიკა კი გვასწავლის, რომ ნევროზი და ისტერია, ანუ პატივმოყვარების(ცუდმედიდობის, მზვაობრობის) ვნების ფიზიკური გამოვლინება არის ადამიანის ცხოვრებაში სულისა და სამშვინველის თავისებურება, რომელიც არასწორად არის მიმართული. ანუ ნევროზი გამოწვეულია პატივმოყვარეობის ვნების არარეალიზებით, დაუკმაყოფილებლობით. კერძოდ კი იმით, რომ სულ უფრო მცირდება მათი რიცხვი, ვინც აღტაცებულია ჩვენით.

აბბა დანიელი, წმ პაფნუტი დიდის თანამოღვაწე გვასწავლის: უხეში ხორციელი ბუნების ადამიანი, თუნდაც წარმართი, უფრო ახლოსაა სინანულთან, უფრო ახლოსაა ცხოვნებასთან, ვიდრე მშვინვიერი კაცი, ანუ ვისშიც უპირატესი სამშვინველია (ბერძ.''ფსიხე'', ლათ.''ანიმა'', რუს.''დუშა''), თუნდაც იგი მონაზონი იყოს. რადგან ხორციელ კაცს, სინანულის შემთხვევაში, ძალუძს ყოველივე განაგდოს, რაც მას ხელს უშლის ღმერთთან მისასვლელად, - ხორციელიც და მშვინვიერიც. ხოლო იმას, ვისაც ხორციელი უარუყვია, მაგრამ მშვინვიერი არა, მისთვის რთული გასაგებია სხვაობა მშვინვიერსა და სულიერს შორის, მის პირად რელიგიურ ცხოვრებაში. "ხოლო მშვინვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულსა ღმრთისასა, რამეთუ სიცოფე უჩნნ მას, და ვერ შემძლებელ არნ ცნობად, რამეთუ სულიერად განიკითხვინ. ხოლო სულიერი განიკითხავს ყოველსავე, და იგი არავისგან განიკითხვის. რამეთუ ვინ ცნა გონებაი უფლისაი, რაითამცა აზრახა მას? ხოლო ჩუენ გონებაი ქრისტესი გუაქუს'' ( I კორინთელთა 2:14-16 )."

წერს გელასი აროშვილი.

ნანახია: (606)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას