logo.png

 

Lela Chkhartishvili

"მაპატიეთ, მე არავინ ვარ, რომ მორალი ვიკითხო...არც თეოლოგად მივიჩნევ თავს და არც ფილოსოფოსად..რადგან მიმაჩნია, რომ დიპლომები დიდს არაფერს ნიშნავს...ეს ბედისწერის და მოწოდების საქმეა...არც დიდ მათემატიკოსად მომაქვს თავი, თუმცა დღემდე ვთვლი, რომ ერთადერთი, რისი სწავლების სურვილი და ალბათ უფლებაც მაქვს, ეს ისევ მათემატიკაა...ამას თავი დავანებოთ და ჩემი სათქმელი მინდა გაგიზიაროთ...შორიდან კი დავიწყე...მოკლედ..ჩემს თავზე ვიტყვი ისევ...მე ფიცხი ბუნების ადამიანი ვარ, რამაც ხშირად ძალიან დამაზარალა და ჩემსავე ცხოვრებას დაღი დაასვა...გამოუსწორებელი შეცდომებიც დამაშვებინა ჩემივე ხასიათის დაუდგრომლობამ..მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ რამდენადაც ადამიანებისგან მწყინს უსამართლობა, უმსგავსობა, უსინდისობა...და ვერ ვპატიებ მათ...იმდენად ვერ ვიტყვი, რომ მათი მხილება პირისპირ ადვილად შემიძლია...არ შემიძლია და ამის მიზეზი ხშირად ჩემივე გაუბედაობაა..ხათრი, მორიდება..(შესაძლოა კაცმოთნეობაც) ესეც ჩემი სისუსტეა...მე ვეცადე გამეგო, რა არის მხილება, როდის არის ის საჭირო და რა ფორმით...რა დოზით.. ვინ, სად, როდის და რაში უნდა ვამხილოთ?...ბევრი წმინდა მამის გამონათქვამი და გნებავთ ჰომილია წავიკითხე ამასთან დაკავშირებით.. მაგრამ ჩემი დასკვნა მაინც ასეთია...მხილება უნდა იყოს განპირობებული სიყვარულით, ტკივილით...და არა ნიშნის მოგებით, სიხარულით, რომ აი, ვიღაცას ეს ჭირი ჭირს და ჩვენ არა...და რა კარგია ეს...თვითკმაყოფილებით, საკუთარი უპირატესობის განცდით, დაცინვით, მასხრად აგდებით, სხვისი ღირსების შელახვით მხილება არ გამოვა! არ გამოიღებს კარგ ნაყოფს...აი, ავიღოთ დიდი სატირიკოსები: გოგოლი, თუნდაც ილია...ანდა დავით კლდიაშვილი...რომელიც წერდა, რომ „ჩემი ცხოვრების მანძილზე ადამიანისთვის არასდროს დამიცინიაო..უბრალოდ მებრალებოდა ის ადამიანი, რომელიც ცხოვრებამ დაამცირა და სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდოო.“..ილია წერდა: „ჩვენ პირთან საქმე არ გვაქვს, საზოგადო ჭირზედა ვწერთო.“გოგოლიც ასე იქცეოდა ..მისი დაცინვის ობიექტები იყვნენ არა კონკრეტული ადამიანები, არამედ განზოგადებული პერსონაჟები, რომელთა სახეებშიც კონცენტრირებული იყო ბევრი მანკიერება...„ერის წყლული“, რომლითაც მათ გული ეწვოდათ. მათ, დიდ ადამიანებს და ეს თითოეულ ფრაზაში ცნაურდება.. ხელშესახებად იგრძნობა...წმინდა წერილიდან მახსენდება პავლე მოციქული..რომელმაც უსამართლო მღვდელმთავარს ანანიას (რომელსაც მისი განუსჯელად, უმსჯავროდ წამება ჰქონდა ნაბრძანები) სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა...შეურაცხყოფის წილ...და პავლემ თვალთმაქცობასა და ურჯულოებაში ამხილა მღვდელმთავარი და მას „შეფეთქილი კედელი“ უწოდა „განგოზილი საფლავის“ მსგავსად...მაგრამ წმინდა იოანე ოქროპირი განმარტავს, რომ პავლეს სიტყვებში სითამამე უფრო გამოვლინდა, და არა მრისხანება და სისასტიკე...თანაც ის, ისევე როგორც ქრისტე, არასდროს დაცინვით არ ლაპარაკობდა, არამედ გულწრფელი იყო. წმინდა იოანე ოქროპირი დაურთავს: „ჩვენც ვისწავლოთ სიმშვიდე, რომ ამაშიც და სხვა ყველაფერშიც სრულყოფილებას მივაღწიოთ.“ ღმერთმა ქნას, რომ ჩვენი მხილება იყოს არა ადამიანის ღირსების შეურაცხმყოფელი, შურისძიებით, რისხვით, დაცინვით, დამცირებისა და თავის გადამეტების სურვილით, ნიშნის მოგებით წარმოთქმული, არამედ ისეთი, რომ კარგი გულისთვის მაინც საგრძნობი და მისახვედრი იყოს, ილიასეული სიტყვებით: „ამ სიძულვილშიც რაოდენი სიყვარულია.“..ბოდიში მენტორული ტონისთვის..."

წერს ლელა ჩხარტიშვილი.

ნანახია: (807)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას