logo.png

 

ბექა ჭიჭინაძე

"საპატრიარქოს ნებისმიერი აპოლოგეტი, უნდა შეფასდეს, არა როგორც ,,საპატრიარქო ტახტის მცველი", არამედ მოზარდებზე სექსუალური ძალადობის მცველი, ფიზიკური ძალადობის მცველი, სჯულისკანონზე ძალადობის მცველი, საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე ძალადობის მცველი (დამახინჯებული ათასწლოვანი ტაძრები), სახელმწიფო ინტერესებზე ძალადობის მცველი, ივერიის ეკლესიის ათასწლოვან უფლებებზე ძალადობის მცველი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხში (ფარული გარიგება მოსკოვის საპატრიარქოსთან და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სამწყსოთა დათმობა), ივერიის ეკლესიის ათასწლოვან უფლებებზე ძალადობის მცველი ჰერეთის ეპარქიაში (ბაქოს რუსული ეკლესიის მოთხოვნით საპატრიარქომ დაამხო ჰერეთის ქართული საეპისკოპოსო).....

თქვენნაირ ფარისევლებს წმინდა წერილი იქედნეს ნაშიერებს უწოდებს, თქვენ იცავთ საქართველოს ეკლესიის სულით ხორცამდე შემრყვნელ იერარქიას და მათი სულიწმიდის გმობამდე მისული ღვთისმოძულეობის თანაზიარი ხდებით.

სასჯელად თქვენივე ამბოხებული სინდისი გეყოფათ, რომელიც იდევნება სახარებისა და სჯულისკანონისაგან, იდევნება სისხლის სამართლისაგან, იდევნება კონსტიტუციისაგან, იდევნება ადამიანის ღვთივდადგენილი უფლებებისაგან, იდევნება თავისივე თავისაგან, თქვენი უბადრუკი ცხოვრებაც მცდელობაა ამ მტანჯველი შინაგანი დევნილობისგან გათავისუფლებისა, რომელსაც არა უფლის სწავლისამებრ სულში ხელახლა შობით, არამედ სინდისში სიკვდილით ცდილობთ, რათა სულიერი თვითმკვლელობით მოიპოვოთ სატანის თავისუფლება, ხორცის თავისუფლება სულის თავისუფლების საპირისპიროდ, რისი მაგალითიც სწორედ თქვენმა მღვდელმთავრებმა მოგცეს, რომელთაც წუთისოფლის სწრაფწარმავლობა შენანების ნაცვლად კიდევ უფრო ამძვინვარებს სისასტიკესა და მომხვეჭელობაში, რათა სრულად მიიღონ თავიანთი არჩევანი, თავიანთი საზღაური, რომელიც მიწას არ სცდება, რადგან სახარების თანახმად ჩვენი გული იქაა, სადაც ჩვენი საუნჯე, შეავლეთ თვალი თქვენი მღვდელმთავრების ულევ მიწიერ საუნჯეს, შთამბეჭდავ სასახლეებსა და ვრცელ მიწებს, ფონდებსა და საწარმოებს, ვახშით გაცემულ სახლებს... ყველაფერ იმას, რაც განსხეულებაა წუთისოფელს შემსჭვალული მათი გულისა და გულისყურისა, შემდეგ კი მათ შეზღუდულ, ქვედაზიდულ, უმადლო, უაზრო აზრებს, რომელთაც სურთ წუთისოფელში არა სახარებისეული მდგმურები, არამედ წუთისოფლის მესვეურები იყვნენ, რომელთათვისაც ზეცა არა სათნოებათა კიბე, არამედ სოციალური აღმასვლის საფეხურია, რომელზეც ღმერთთან შეერთებისათვის კი არა წუთისოფლის სიამეთა და უპირატესობათა დასაუფლებლად ადიან, ამიტომაა, რომ საქართველოს ეკლესიაში იერარქიის ახალ საფეხურზე ასვლა მზვაობრობასა და მედიდურობაში აღზევების ახალი ფაზაა, რომელიც ხარისხობრივ ზრდასთან ერთად იზრდება, სანამ საბოლოოდ არ მივიღებთ კათალიკოს ილიას მდგომარეობას, სადაც ზნეობისაგან განნიჭებისა და სულიერებისაგან წარმოცალიერების პროცესი ბოლომდეა მისული და ნიმუშადაა დადებული მრავალრიცხვოვან ქვეშევრდომთათვის.

ესაა მათი არჩევანი, მათი საზღაური, რომელიც მიიღეს კიდეც, რადგან რაგინდარა მიწიერი სიკეთე არ მოგესყიდება ქრისტეს დათმობის ფასად ?"

წერს ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე. 

ნანახია: (902)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას