logo.png

 

Revaz Kemularia

"როცა ერზე და სამშობლოზე ვფიქრობით და ყველაფერს ვაკეთებდით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მსოფლიო აღიარებისთვის, პროვინციულ ფაშიზმში დაგვდეს ბრალი! ალბათ გახსოვთ ზურაბ ჟვანიას განცხადება, - პროვინციული ფაშიზმის გამო დავამხეთო გამსახურდიას ხელისუფლება!!!

ბრწყინვალედ შეასრულეს რუსეთის დაკვეთა!

მსოფლიომ სწორედ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გვაღიარა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო 1991 წლის 22 დეკემბრიდან....

მაგრამ მაშინდელმა ტრაგიკულმა მოვლენებმა 13 წლით შეაჩერა საქართველოს განვითარება. დავკარგეთ ტერიტორიები. ესენგეშიც ვდურცეთ თავი, რასაც მქუხარე ტაშით მიესალმა ბევრი პოლიტიკოსად წოდებული სახე, რომლებიც დღეს ოპოზიციონერებს უწოდებენ საკუთარ თავს! გულწრფელად ვამბობ, არ მჯერა ასეთი პოლიტიკოსების!

დღეს არანაკლებ რთული სიტუაციაა... ოკუპანტი რაც დრო გადის, უფრო მკვიდრდება ჩვენს ტერიტორიებზე და არავინ იცის, რას მოიმოქმედებს ხვალ... ჩვენ კი მთელი ფოკუსირებას ვაკეთებთ იმაზე, მართლა წავიდა თუ არა ბიძინა!

ოპოზიციას უნდა გააჩნდეს თავისი სამოქმედო გეგმა, მიუხედავად იმისა ვინ მიდის და ვინ მოდის!

ოპოზიცია უნდა ცდილობდეს თავისი დასახული გეგმის განხორციელებას, მიუხედავად იმისა დათანხმდება თუ არა ხელისუფლება ვადამდელ არჩევნების დანიშვნას.

ოპოზიცია და ხალხი! მხოლოდ ეს წყვეტს დღეს ყველაფერს! უნდა მომზადდეს მასობრივი საპროტესტო აქციები!

თუ არა და უკვე ვორონეჟს ვუახლოვდებით."

წერს რევაზ კემულარია.

ნანახია: (552)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას