logo.png

 

მამა გიორგი სხილაძე

"ებრაული საკითხი"

"...აქვე, შევეხებით „ებრაულ საკითხს“, რომელსაც, Დღეს, ძირითადად, „ანტისემიტიზმის“ ნიშნით განიხილავენ. შევნიშნავთ, რომ ეს არ არის სწორად

განსაზღვრული ცნება, რადგან სემიტები, ებრაელებთან ერთად, არაბული ხალხებიც არიან და „ანტისემიტი“, პირველთან ერთად, მეორის მოწინააღმდეგესაც ნიშნავს, რაც, ერთდროულად, ბუნებაში არ არსებობს. ამიტომ, მხოლოდ ებრაელთმოძულეობას „ანტისემიტიზმი“ კი არა, „ანტიიუდევლობა“ უნდა ეწოდოს. მაგრამ რაში მდგომარეობს ისრაელი ერის სიყვარული თუ სიძულვილი? იგი საყვარელი იყო ღვთისთვის და საძულველი სატანისთვის, როცა რჩეულ ერს წარმოადგენდა. განა, შეიძლება, მართლმადიდებელთ ებრაელნი არ გვიყვარდეს, როცა ჩვენ, ზიარების საიდუმლოში მონაწილეობით, მათი ხორციელი ნათესავები ვხდებით?! სამყაროს შემქმნელმა ქრისტემ ებრაელი ქალწულის — ყოვლადწმიდა მარიამისგან შობით, სულიწმიდისა

Და დედისაგან შეისხა ხორცი და სისხლი, რომელთაც ვჭამთ და ვსვამთ, კიდეც, ბარძიმიდან და

შედეგად, ჩვენში, ზიარებულებში, ეროვნულთან ერთად, არსებითად — „ონტოლოგიურად“ და

ბუნებითად — „ფიზიოლოგიურად“, ებრაული სისხლიცაა (ამას შეიძლება, ეწოდოს ქრისტეანთაგან ებრაელთა ღვთაებრივი სისხლისმსმელობა, რაც სრულიად საპირისპიროა იუდაურ-ფანატიკური სექტის — ხასიდობისა _, ებრაელთაგან ქრისტეანთა სატანური სისხლისმსმელობისა; პოეტურად

გამოთქმული აზრი, რომელიც ბევრს შეგვიძლია, საკუთარ თავზე გავიმეოროთ: „წვეთი სისხლის არ არის ჩემში არაქართული“ (გალაკტიონი), წარმომავლობითად — „გენეტიკურად“ არის სწორი Და არა „ევქარისტიულად“); მით უფრო, წარმოუდგენელია, ეს ბიბლიური ერი არ გვიყვარდეს

ქართველობას, რომელთა სამშობლოც მაცხოვარმა სამფარველოდ წილად არგო ებრაელ მარადქალწულ ქალბატონს — საკუთარ და იგივე დედას ჩვენსას, რომლებმაც ჩვენს ქვეყანაში

გავამეფეთ და ათასი წელი ვამეფეთ იმავე წარმოშობის ბაგრატოვანთა მოდგმა („დინასტია“, Რომელიც ჩვენივე სურვილით არ დაგვიმხია); საქართველო გამონაკლისი ქვეყანაა, სადაც ჰურიათა დევნა არ მომხდარა და „ქართველ ებრაელებს“ იგი, თავიანთ ისტორიულ

სამშობლოსთან შედარებით, ბევრად ნაკლებად არ უყვართ; ბევრ ჩვენთაგანს ხომ ბავშვობისდროინდელი ებრაელი მეგობრებიც გვიყვარს, მაგრამ ამის გამოხატულებაა არაქრისტეან ებრაელთა მოქცევა ღმერთმკვლელობიდან ღვთისმადიდებლობაში და არა —

„ანტიპროზელიტური“ გარიგებანი, რაც ორივე მხრისთვის საზიანოა. „ანტიიუდევლობასაც“ თავისი

საფუძველი გააჩნია, რადგან ამ ერს _ ისევე, როგოგც ყველა ხალხს _ დიდ ადამიანთა გვერდით,

ბოროტმოქმედნიც მოეძებნება. მაგრამ არ შეიძლება, ვგმობდეთ მთლიანად ერს, მასში ერთი Ღირსეულიც კი რომ დაბადებულიყო, რადგან ეს მისი გმობაც გამოვიდოდა. უნდა ვებრძოდეთ

ბოროტმოქმედებას და არა „სისხლსა და ხორცს“, როგორც ამას ადამიანურად უდიდესი ებრაელი — განკაცებული ღმერთი დიდი ებრაელის – წმ. პავლე მოციქულის ბაგეთაგან განგვიმარტავს. ეს ერი — რახანაც უფალმა გამოირჩია და განსაკუთრებული ნიჭიერება მიჰმადლა — განსხვავებულ

გონიერებასა და აქედან გამომდინარე, მოხერხებულობას ინარჩუნებს, მაგრამ ნიჭიერება ადამიანის ხელში ჰგავს მეტი სიმძლავრისა და სიჩქარის ძრავას, რომელსაც შეუძლია, სარგებელიც მეტად და სწრაფად მოიტანოს და ზიანიც. ებრაელი ერისვე წიაღში ერთმანეთს უპირისპირდებიან, ერთი მხრივ, ქრისტე და მისი წარმოგზავნილნი: წინასწარმეტყველნი,

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, მოციქულნი, პირველი წმიდანნი, მეცნიერების, მწერლობისა და

ხელოვნების დადებითი წარმომადგენელნი; მეორე მხრივ: ამ დარგთა უარყოფითი მიმდევრები,

სიონისტ-მასონები, რევოლუციონრები და ბოლოს — ანტიქრისტე (საფიქრებელია, ისიც ტომით

ებრაელი იქნება) და მისი წინამორბედები..."

ამონარიდი საკუთარი ნარკვევიდან: 《საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის სარწმუნოებრივ-საზოგადდოებრივი მოღვაწეობა „გარდაქმნიდან“ „გარდაქმნამდე"》 _ 1985-2003წწ.; ბეჭდურ ნუსხაში: ,,სა. Ქ. Მ. Ე.", N1, პარიზი, 2004წ., გვ. 16; ელექტრონულში _ გვ 25:

https://didgori.files.wordpress.com/2008/11/21_saqme_n1.pdf?fbclid=IwAR2w4940LQATzvAQTRFQzIhY-Nu7fiiMvH4dVtNLnI1VnbFVZuazDU3tuYQ 

წერს დეკანოზი გიორგი სხილაძე.

 

ნანახია: (781)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას