logo.png

 

Nana Bekoshvili

 

"ჩემი პოზიციების დაუფარავად გამოხატვამ არაერთი უსიამოვნება მომიტანა. რთულია მუდამ უმცირესობაში ყოფნა, მუდამ დინების საწინააღმდეგოდ ცურვა. გაცილებით მშვიდია ცხოვრება სიჩუმესა და საკუთარი კომფორტით ტკბობაში და ნეტაი თქვენ, ადამიანებო, ვისაც ეს შეგიძლიათ, ვისაც შეგიძლიათ ნებისმიერ საქვეყნო მღელვარებას საარაკო სიმშვიდითა და დუმილით შეხვდეთ. ნეტაი თქვენ, ვინც ფიქრობთ, რომ ,,ეს მე არ მეხება, ეს ჩემი საქმე არ არის". ასეთი ადამიანები მაგონებენ ილიას მყინვარს: ,, ქვეყნის ყაყანი, ქვეყნის ქარიშხალი, ქროლვა, ქვეყნის ავ_კარგი მის მაღალ შუბლზედ ერთ ძარღვსაც არ აატოკებს".

ხშირად გავხდი შენიშვნებისა და ზურგის შექცევის ობიექტი (თვით ახლობელი ადამიანების მხრიდანაც). უფრო მარტივი იქნებოდა, მხოლოდ ჩემი მეტიჩრული ამბიციების აღტკინება რომ არ მასვენებდეს და არა გულწრფელი ტკივილი. უფრო მარტივად მისაღები ვიქნებოდი ყველასთვის, ის ამირანი რომ ვიყო, რომელიც გულში მღეროდა, ძმებო, ბანი მომეცითო. მასწავლებელი ვარ, იქნებ, ეს სხვისთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჩემთვის ვალდებულებაა, ჩემს პატარა მოსწავლეებს მაგალითი მივცე და დავანახო, რომ ყოველთვის უნდა შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა, და არა მხოლოდ შეძლონ, მოვალეობად გაიხადონ. მათ სიჩუმე კი არა, ფიქრი უნდა ვასწავლოთ და ამ ფიქრის ხმამაღლა თქმა, თუნდაც განწირული მდგომარეობის მომტანი იყოს ეს ფიქრი.

ბოლოსდაბოლოს, ,,განწირულებაა პოეზია" და იმ კუნძულზე ყოფნა გაცილებით ფასეულია, ,,სადაც ტკივილები ყვავილობენ"."

წერს ნანა ბეკოშვილი.

ნანახია: (1274)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას