logo.png

 

George Tiginashvili

 

"ირაკლი შიოლაშვილი 1977 წლიდან წოდებული კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-დ განსაკვეთია სამღვდელმთავრო ხარისხიდან, რადგანაც მისი პატრიარქობა საეკლესიო კანონთა საწინააღმდეგოა. დიდი სჯულის კანონი, კერძოდ მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრების მე-3 წმინდა კანონი (ასევე მოციქულთა კანონი -30) კატეგორიულად კრძალავს საერო ხელისუფლების დახმარებით სამღვდემთავრო ტახტის დაკავებას და ადგენს, რომ თუ ვინმე საერო ხელისუფლების დახმარებით დაიკავებს ტახტს, განიკვეთოს! იმ დროინდელი საბჭოთა სოციალისტური საქართველოს პირველმა პირმა, შემდგომში საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ პირდაპირ და დაუფარავად აღიარა გერმანული ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში, რომ ილია II ისევე დანიშნა პატრიარქად საბჭოთა ხელისუფლებამ, კონკრეტულად კი პოლიტბიურომ და КГБ-მ, როგორც ცკ-სა და რაიკომის მდივნებს ვნიშნავდითო. ეს სავალალო მიცემულობა ისედაც ცხადია საბჭოთა პერიოდის კარგი მცოდნეებისათვის და ამ აღიარებით იმდროინდელი საერო ხელისუფალის მიერ, უკვე იქმნება კანონიკური საფუძველი და ვალდებულება ილია II-ის განკვეთისათვის, რადგანაც იგი სამოქალაქო ხელისუფლების მიერ, თანაც უღმერთო, ათეისტური მთავრობისაგან, იქნა პატრიარქად დანიშნული.

ილია II ასევე განსაკვეთია საქართველოს ეკლესიის გეგმაზომიერი გახრწნისა და რუსეთის სატელიტად ქცევისათვის, არნახული ფუფუნების და განცხრომის, ეკლესიასა თუ ქვეყანაში საკუთარი კულტის დანერგვის, საერო პოლიტიკური გავლენების მიტაცების და 1991-92 წლების პუტჩის არცთუ კულუარულად ხელშეწყობისა და მხარდაჭერისათვის.

"ივიშვიშებ ბოლო ჟამს, როცა დაგელევა ხორცი და ტანი. იტყვი: როგორ მძულდა დარიგება და როგორ სძაგდა ჩემს გულს მხილება!" (ბიბლია, იგავ.5,11-12)."

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

ნანახია: (897)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას