logo.png

 

Gelasi Aroshvili

 

"ეს რამდენიმე წელია, საპატრიარქო ჩივის - მორწმუნეთა გრძნობებს შეურაცხყოფენო. პატრიარქის საშობაო ეპისტოლეშიც დაფიქსირდა ეს წუხილი. რაღაც არ მახსენდება ეკლესიის ისტორიაში ქრისტიანები რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო საჩივრებს წერდნენ. რომელი მოციქული, მოწამე, აღმსარებელი თუ წმიდა მამა წუწუნებდა და ჩიოდა რელიგიური გრძნობების შელახვის გამო?! უფრო მეტიც, - ''ქრისტეს ვნებას, მის დამცირებას, დაცინვას, ხელყოფას და შეურაცხყოფას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი განღმრთობის საქმეში, თუკი ისინი ჩვენში მისდამი სიყვარულს იწვევენ და ამგვარად მისი მაცხოვნებელი განგებულების თანამონაწილედ გვყოფენ. მისი ვნებისადმი თანაგრძნობით, მის მიერ აღსრულებული კაცთა მოდგმის გამოხსნის თანაზიარნი ვხდებით'' (წმ.სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი).

ასე, რომ გააჩნია ვისი და რისი მორწმუნეების გრძნობების შეურაცხყოფაზეა საუბარი. ქრისტეს მორწმუნეების თუ რომელიმე იერარქის ან მამაოს მორწმუნეების. თუ პატრიარქის მორწმუნეებს შეურაცხყოფს ვინმე, ძალიანაც კარგი, რადგან ეს მათდამი ნამდვილი ქრისტიანული სიყვარულის გამოვლინებაა. ასევე იქცეოდნენ მოციქულები, მოწამეები და ყველა დროის წმინდანები. ისინი, არათუ მხოლოდ სეირის მაყურებლების, არამედ მათი უშუალო მდევნელების და ჯალათების მიმართ იყვნენ განმსჭვალულნი სიყვარულით და შეგნებულად შეურაცხყოფდნენ კერპების და ცრუ ღვთაებების მიმდევრებისა და მორწმუნეების რელიგიურ გრძნობებს, რათა უგუნური კერპთაყვანისცემის სიბნელიდან გამოეყვანათ და ჭეშმარიტი ღმერთი ექადაგათ მათთვის. მაშასადამე რეიტინგული რელიგიური ავტირიტეტების გამკერპებელი მორწმუნეების ფეტშისტური გრძნობების შეურაცხყოფა ნამდვილად ქრისტიანული და საშური საქმეა.

ბევრმა დაწერა - ''რელიგიური გრძნობები'' არ არსებობსო. რა სისულელეა! ამას ათეისტი თუ იტყოდა, ან სადუკეველი, ან ძირგავარდნილი ნომინალისტი. ცხადია რელიგიური გრძნობები არსებობს, უფრო მეტიც თავად რელიგია არ არსებობს შესაბამისი გრძნობების გარეშე. მაგ. სიყვარულის, თანაგრძნობის, სინანულის, ლმობიერების და ა.შ. უბრალოდ მათი შეურაცხყოფაა შეუძლებელი, რადგან ისინი სულიერი კატეგორიებია, რეალური სულიერი უნივერსალიები, რომელთა მეშვეობით არსით მიუწვდომელი ღმერთი, მისაწვდომი ხდება მადლით."

წერს გელასი აროშვილი.

ნანახია: (826)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას