logo.png

 

მართა კასრაძე

 

"რატომ დასაჩუქრდა შობის უჩვეულო სახილველით ადამიანთა ორი გუნდი – მოგვთა და მწყემსთა?! მათგან პირველი ღვთისკენ მიმავალ სივრცეს აკვირდებოდა და ჭეშმარიტების ძიებაში მთელი ღამის განმავლობაში არ ეძინა. მწყემსები კი, დეკემბრის ღამეში, მათზე მინდობილ არსებებზე ზრუნვის გამო ფხიზლობდნენ...

პირველი გამოცხადება ეძლევათ არა რჯულის მეცნიერებსა და ფარისევლებს, არა მღვდელმთავრებს, არა იმ გამორჩეულ მწყემსებს, რომელნიც პასექის დღესასწაულზე შესაწირ ცხვრებს აძოვებდნენ, არამედ უ ბ რ ა ლ ო მწყემსებს.

და როცა ბეთლემის ერთი უბრალო ქვაბული დაუსაბამო სიხარულის შობით ზეცის მსგავსი გახდა, როცა ანგელოზები გალობდნენ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“, უ ბ რ ა ლ ო მწყემსები მათთან ერთად ადიდებდნენ მაცხოვრის შობას.

ღრმა შინაარსის სიტყვაა, მოქმედება კი მაცხონებელი...

დამდეგს გილოცვათ იმ უბრალოების სურვილით, რასაც ჩვენი გამოხნის დასაწყისი ისახავდა მიზნად, დღეს საღათას ძილს რომ მისცემია."

წერს მართა კასრაძე.

ნანახია: (502)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას