"ბევრი ტენდენციური, არამეცნიერული ავტორი ამ უცნაურ მოვლენას მისტიკურად უდგება, მაგრამ საქმე ისაა, რომ ანტიკურ და შუა საუკუნეებში ბოროტეულ ძალად წარმოიდგინებოდნენ ქრისტიანული კულტურის ცივილიზაციური მტრები - მომთაბარეები, მათ დასცეს ყველა კულტურული მონარქია (მათ შორის ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიაც), რუსეთის ტერიტორია, რომელიც თვალუწვდენელ სტეპებს მოიცავს, ყოველთვის წარმოადგენდა კულტურული კაცობრიობის ცივილიზაციური მტრების - მომთაბარეების თავშესაფარს, უკონტროლო ზონას, რომლის წინაშე თანაბრად ძრწოდა იუდაისტური, ქრისტიანული და მუსლიმური ტრადიცია, როდესაც არაბი სარდალი - მასალმა დარიალის კარს მიადგა, შეძრწუნებული უკუიქცა ,,სატანის სამეფოსაგან", შიში იმდენად დიდი იყო, რომ საჭირო გახდა იდეოლოგიური მუშაობა, შეიქმნა ლეგენდა, რომ ალექსანდრე მაკედონელმა დარიალის კართან ააგო უზარმაზარი კარიბჭე, რომელსაც მომთაბარეები ვერ გადმოლახავენ, ყურანის მიხედვით კი სატანის ხალხი ამ კედელს ყოველ ღამე ძირს უთხრის, მაგრამ დილაობით ალაჰი მათ ნამოქმედარს აქარწყლებს. სწორედ ეს განსაზღვრავდა თბილისის განსაკუთრებულ ადგილს ისლამურ თეოლოგიაში, როგორც სატანის სამეფოს მიჯნისა.
შუა საუკუნეებში, როდესაც დავით აღმაშენებელმა ეს კარიბჭე საიმედოდ გაამაგრა, ევროპულ წყაროებში და რუკებში ჩნდება ინფორმაცია პრესვიტერ იოანეზე, რომელმაც დარიალის აპოკალიფსური კარიბჭე ჩაკეტა.
მისი მემკვიდრეა ქრისტიანი ამორძალი დედოფალი - თამარი, რომელიც მომთაბარეებს არ აძლევს ცივილიზაციის წალეკვის საშუალებას.
სწორედ ამიტომ შუა საუკუნეების უცხოური წყაროები საქართველოს მეფეს აიგივებენ ალექსანდრესთან, უწოდებენ მას ახალ ალექსანდრეს, როგორც ცივილიზაციის მცველს, ეს მისია იბერიის მეფეს ჯერაც რომაულ ხანაში ჰქონდა, სენეკა ქართველთა მეფეზე წერს - ,,კავკასიის მთიან გზებს უკეტავს მამაც სარმატებს".
ჯვაროსნულ ხანაში კი ევროპაში არსებობდა მოლოდინი, რომ ქრისტიანული ცივილიზაცია გაიმარჯვებდა მაშინ, როცა ,,დავითი მოვიდოდა აღმოსავლეთიდან და ფრიდრიხი დასავლეთიდან"."
წერს ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე.
ნანახია: (696)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას