logo.png

 

Mosiashvili Nika

 

"ჩვენ ვართ საზოგადოება რომელსაც სჭირდება მამა, მარჩენალი, მხსნელი, მესია, ზეკაცი, ლიდერი რომელის ფეხებიც ღრუბლებს ზევიდან მოჩანს და ვერ ვწვდებით საამბორებლად. ჩვენ ვართ საზოგადოება რომელსაც სულ შენი ჭირიმე-შენ გენაცვალე-მართალი ხარ შენს განუვითარებლობაშიო თუ გვეძახიან მაშინ ლიდერებად ვირჩვთ, თუ არა და ან ვკლავთ ან ცოცხლივ ვკლავთ.

რაც ჩვენ გვინდა ჩვენი მოკლე და სუსტი ჭკუით ა ზუსტად ისე უნდა იყოს ყველფარი. ამ რაკურსიდან ვაფასებთ ყველაფერს, მთელს სამყაროს. და ეგერეც მიგვდის საქმე.

მუდამ მეცინებოდა ხოლმე ჩვენი საზოგადოებისათვის დამახასიათებელ თვისებაზე, რომელიც გამოვლინდება შემდეგში: სასულიერო პირებს იმიტომ ვცემთ პატივს რომ სასულიერი პირია, ღმერთის რჩეულია, ჩვენზე მეტი იცის და ესმის და გრძნობს. რაც არ უნდა თქვას, რაც არ უნდა ქმნას მაინც პატივს ვცემთ და ვამბობთ ასე იყო საჭიროო და მისი კრიტიკა არაქრისტიანული და ცოდვააო.თუმცა ამავდროულად სხვა, ისეთსავე, სასულიერო პირს რომელსაც შეიძლება განსახვევბული აზრი ჰქონდეს პატივს არა თუ არ ვცემთ, არამედ აგრესიით განვეწყობით და რომ მიგვიშვან მოვლკავთ კიდეც. ვამბობთ ეკლესიის და ქრისტეს მტერიაო. საზომად არა ქრისტიანობა არამედ საკუთარი შეხედულებები გვაქვს. თუმცა ამას არ ვაღიარებთ. ან ვერც ვხვდებით. რომ ვხვდებოდეთ მაშინ მოკლე ჭკუისანი კი არა არასინდისიერი და უზნეო ხალხი ვიქნებით და ჩვენ ხომ არ ვართ ასეთები? ხო და შესაბამისად მოკლეჭკუიანობა გვირჩევნია.

ამის ნათელი მაგალითია ბერი გაბრიელი. მოგეხსენებათ როგორ გვიყვარს ეს ადამიანი, როგორ ვაქებთ და ვადიდებთ (ამ სიტყვების ყველაზე ფარტო გაგებით) მის სიტყვებს ვიმეორებთ და ა.შ. იმიტომ, რომ გვგონია რომ ჩვენც ასე ვფიქრობთ და თან ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებითა და რჩვა-დარიგებებით არანაირი ვალდებულება არ იგრძნობა საკუითარი თავების მიმართ. მაგრამ იმავე ბერის სიტყვები რომ "ზვიადის (გამსახურდიას) მტერი ღმერთის მტერიაო" - არ მოგვწონს, ყურადრებასაც კი არ ვაქცევთ და ზოგ შემთავევაში ცდომილებადაც ვუთვლით. ანუ ამის განსჯა შეგვიძლია. თან დარწუნებით! რომ არასწორია მისი სიტყვები. როცა იმას ვერაფერს ვუხერხებთ და ვერ განვსჯით რომ ეს ბერი შუა მარხვაში ძეხვის ჭამით დადიოდა ეკლესიაში, იგინებოდა, იფურთებოდა და.შ. ამაზე ვამბობთ ღვთის კაცია და ჩვენ ვერ გავიგებთო და პრეზიდენტზე რომ თქვა ის შეცდომა მოუვიდა, მასე არ არის და ეს გვესმის და ამისი განსჯაც ძალგვიძსო.

ასევეა მიმიდინარე მოვლენებიც ჩვენს ეკლესიაში. ერი ერთხმად განვუდექით მეუფე პეტრეს (ცაავას) რადგან ისევ არ მოგვეწონა მისი როგორც სასულიერო პირის ქმედება და სიტყვა. ამავდროულად იმავე ტიტულის სხვა მეუფე რომ იგინება და ერთ ამბავშია ამას ვიგებთ, შეუცნობელია გზანი უფლისანიო.

ხოდა თქვენი ფანტაზიორი დედა ვატირე. უფლის გზანი არ ვიცი მარა თქვენ გამო ჩემი და ჩემი ქვეყნის მომავალია შეუცნობელი უკვე. თან რამდენი ხართ თქვე უღმერთოებო თქვენა. ასე შუა საუკუნეებშიც არ ბნელოდა."

წერს ნიკა მოსიაშვილი.

ნანახია: (661)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას