"დღეს, "მთავარმა არხმა" ყველა გამოშვებაში გვამცნო, რომ მოქალაქე ილია შიოლაშვილი 88 წლის გახდა, ხოლო მთავარ გამოშვებაში დრო დაუთმეს სიუჟეტს, სადაც მის ღვაწლზე გვიამბობენ. კომიკურობის პიკია იმ ტელევიზიის მხრიდან, რომელსაც პრო-დასავლურობაზე აქვს პრეტენზია.
აღმატებულ ხარისხში დაბადების დღეს ულოცავენ ადამიანს, რომელიც არის მეთაური ყველაზე პრო-რუსული ორგანიზაციისა, რომლის ტერორშიცაა მთელი სახელმწიფო... ადამიანს, რომელმაც შეიძულა, დევნა და დაამხო გამსახურდიას ლეგიტიმური ხელისუფლება... ადამიანს, რომელმაც 9 აპრილს ხალხი რუსებს შეატოვა და არასდროს ამოუღია ხმა, როცა ხელისუფლებები მოქალაქეებზე ძალადობდნენ... ადამიანს, რომელმაც პუტინს და რუსეთს ჩვენი დიდი მეგობარი უწოდა... ადამიანს, რომელმაც თავისი ეპისტოლეებით მოქალაქეებს სიცოცხლე გაუმწარა! თურმე, ხელოვნური განაყოფიერით დაბადებულ ბავშვებს სული არ აქვთ, განსხვავებული ორიენტაციის, აღმსარებლობის და ეროვნების ადამიანები მართლმადიდებელ ქართველებზე ნაკლები ადამიანები არიან... ადამიანს, რომელმაც ციხეში გამოამწვდია მასთან დაახლოებული, უდანაშაულო მამა გიორგი. სწორედ მისი პატრიარქობისას აღორძინდა ეკლესიაში პედოფილია, მისი პატრიარქობისას გაივსო ეკლესია კრიმინალებითა და ვაჭრებით. საინტერესოა, რა ღვაწლი მიუძღვის მას?!
განა დამსახურებად მიიჩნევთ საპატრიარქოს გამდიდრებას?! თან მოქალაქეების, ბრმა მრევლის ხარჯზე. 80 ათასი ბავშვის, ამდენივე ათასი მოხუცის, ასიათასობით სოც. დაუცველი მოქალაქეების ფონზე ძვირადღირებული მანქანები, ტელეფონები, სახლები, აგარაკები, მოოქროვილი ხატები, მოდური ანაფორები, ბიზნესები...
მოკლედ, სირცხვილი და მარაზმია!
ნუ გაშინებთ სიმართლე..."
წერს გიორგი ჟღენტი.
ნანახია: (704)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას