logo.png

 

ბექა ჭიჭინაძე

 

"მე-12-3-საუკუნისათვის ქართულ წყაროებში უჩვეულოდ მრავლდება ჰომოსექსუალობის მოხსენიება

რომ არაფერი ვთქვათ რუის-ურბნისის ძეგლისწერაზე, რომელიც ამ ცოდვის უჩვეულო მომრავლებაზე წერს, საინტერესოა ჟამთაღმწერელი, რომელიც ,,ოქროს ხანის" საქართველოს აღსასრულს სწორედ სოდომიის არნახულ გავრცელებას მიაწერს:

,,მოხუცები და ყმაწვილები, ყველა ასაკი და ყველა წოდება ბოროტებისკენ მიიქცა, რადგან სოდომელთა სენი და გომორელთა სალმობა მოიწია, და ამიტომ მისცა ისინი ღმერთმა წარწყმედას".

სინამდვილეში საქმე ის უნდა ყოფილიყო, რომ მე-12--3-საუკუნის საქართველოში ხდება ქალაქების დიდი აღორძინება, ძლიერდება მოქალაქეთა თავისუფალი ფენა, მწიფდება პირობები ბურჟუაზიის გაძლიერებისათვის, იმდენად, რომ მოქალაქეთა - ვაჭარ-ხელოსანთა ფენა მეფის ხელისუფლების გაუქმებაზეც კი სერიოზულად ფიქრობს (ყუთლუ არსლანი), ცენტრალური ხელისუფლება სუსტია, ყველა ეს პირობა კი ქმნიდა სოლიდურ საფუძვლებს პიროვნების თავისუფლებისათვის, ერთი ამდროინდელი ორიგინალური ქართული ფილოსოფიური ტრაქტატი კი იმდენად კადნიერდება, რომ აცხადებს: მეფეს მართებს ახსოვდეს, რომ სხვა კაცთა თანასწორია, თორე ამის არცოდნის გარეშე ოქროთი მოკაზმულ ნეხვად დარჩება (ბაყლი არს ოქროთი გარემოკაზმული).

ყველაფერი ეს რომ ქაღალდზე არ რჩებოდა კარგად გამოჩნდა იქიდან, რომ ლაშას უკანონო ცოლი არ შეარჩინეს და სჯულიერ თანამეცხედრეს დაუბრუნეს.

რაც შეეხება ეკლესიას, მისი უფლებები დღევანდელი გადასახედიდანაც კი არნახულად იყო შეზღუდული, მაგ. კათალიკოს ეპიფანეს წარწერიდან ვიგებთ, რომ მრევლმა უარი თქვა ტაძარში სიარულზე და ქრისტიანული საიდუმლოებების მიღებაზე, რადგან სამღვდელოებამ რიტუალებზე ფასები გაზარდა, ამ შემთხვევაშიც გამარჯვებულები მოქალაქეები დარჩნენ, კათალიკოსი იძულებული გახდა მათი მხარი დაეჭირა."

წერს ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე.

ნანახია: (654)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას