"დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის დღეა. სამწუხაროდ დუმს ხელისუფლება. დუმს ოპოზიცია. არაფერს ამბობენ ტელევიზიები. არც 22 დეკემბერს წამოცდენიათ სიტყვა!
უნებურად მებადება კითხვა, რატომ?
იმიტომ რომ თითქმის ყველა პარტია გაძეძგილია შევარდნაძის პოლიტ მემკვიდრეებით და პუტჩისტებით! რომლებიც ცდილობენ საზოგადოებას და ახალგაზრდა თაობას დაავიწყონ ზვიად გამსახურდიას ღვაწლი ერისა და ქვეყნის წინაშე, როგორც დამოუკიდებლობის მომტანი ეროვნული გმირი!!!
არაფერი გამოგივათ! რაც დრო გადის, ზვიად გამსახურდია უფრო და უფრო მაღლდება!!!
ზვიადის წინააღმდეგ ცოდვის ჩამდენები კი დრომ დაგამარცხათ!!!
დიდია სახელი მისი და უკდავი!!!"
წერს რევაზ კემულარია.
ნანახია: (647)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას