"როგორც ჩანს, საპატრიარქოს მხრიდან ჩემთვის ზიარების აკრძალვის საკითხი კვლავაც მნიშვნელოვანია.
გაგიმარტივებთ საქმეს და გეტყვით: მიუხედავად იმისა, რომ ვცხოვრობ გურიაში, აბსოლუტურად არანაერი შემხებლობა არ მაქვს შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებთან, მოძღვარი არც შემოქმედის ეპარქიიდან არ მყავს. შესაბამისად, მ.
იოსებს არ აქვს ხელმწიფება ჩემთვის წმ.ზიარების მიღების საკითხი განიხილოს (დავამატებდი,რომ შემოქმედელი იოსები ზნეობრივი თვალსაზრისით მთლიანობაში აღებულ საპატრიარქოს არც შეედრება, იმდენად წინ დგას).
თბილისის სემინარიასა (2011წ) და შემდეგ აკადემიაში (2015წ) სწავლისას ჩემს საბუთებს ჰქონდა მიტროპოლიტ პეტრეს ხელმოწერა და ეპარქიის ბეჭედი.
პ.ს. გულწრფელად რომ გითხრათ, საპატრიარქოვ, დიდად არც მაინტერესებს, გეი-ნოდი(ანუ ე.წ. წმ.სინოდი) რა სასჯელს დამადებს. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ ქრისტესა და საკუთარი სინდისის წინაშე ვიყო მართალი.
#შორენას რა ვუთხარ, ამ მეტრაკე-მეპირე პატრიარქსა და ეპისკოპოსებს რომ ასე ალაღებს.
ვაი, საწყალო საქართველოს ეკლესიავ, თავის თავთან ერთად როგორ გაგხრწნა და დაგაბერა პატრიარქად დასმულმა."
წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.
ნანახია: (611)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას