logo.png

 

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

 

      დსთ-შიც შევიდა, პუტინის გაპრეზიდენტებისას რუსეთის წელიც იდღესასწაულა, ევრაზიული კავშირიც დააარსა... მაგრამ რუსულ იმპერიულ მათრახს მაინც ვერ ასცდა:

 ,,ეგენი (ყაზახები) სინამდვილეში მანდ არ ცხოვრობდნენ, არამედ უფრო სამხრეთით. საბჭოთა კავშირმა და ზოგადად რუსეთმა აჩუქა ეს მიწები მაგ ხალხს.“

     რუსმა დეპუტატმა, ვიაჩესლავ ნიკონოვმა ეს ფრაზა რუსეთის „პირველი არხის“ ეთერში თქვა, რის შემდეგაც, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დიპლომატი ალექსანდრე კომაროვი უწყებაში ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარა.

ამავე გადაცემაში, სხვა პოლიტიკოსმა, კერძოდ, რუსეთის საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობის და საინფორმაციო პოლიტიკის შემუშავების კომისიის თავმჯდომარემ, სენატორმა პუშკოვმა ნიკონოვის ნათქვამს იქვე სხარტულად და ნიშნისმოგებით მიამატა:

„ცნობისთვის, ნახევარი უკრაინაც ჩვენი, რუსების ნაჩუქარია!“

    ეს იმპერიალისტური ხედვები ორი რუსი პოლიტიკოსის წამოყრანტალებული ფრაზები არაა. ცოტა უფრო ადრე, პუტინმა ოდნავ რბილ კონტექსტში ასევე "შეახსენა" ყაზახეთს ნაჩუქარი მიწების შესახებ:

 „ჩვენ დავეხმარეთ ამ ხალხს განსახლებულიყვნენ!“

     პოლიტიკური მიმომხილველები ამბობენ, რომ ყაზახეთის თავზე შესაძლოა შავი ღრუბელი იკრიბებოდეს. ერთის მხრივ, ჩინური გამოცემა “Soho China” რამდენიმე თვის წინ წერდა, რომ ყაზახეთი ,,მზადაა გულში ჩაეკრას დედა ჩინეთსო".

    როგორც ჩანს, რუსეთს ბევრი რამ "მობეზრდა", მათ შორის იჯარის გადახდა ბაიკანურის კოსმოდრომისთვის და თავის მხრივ, ისიც მზადაა გულში ჩაიკრას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა.

თავად ყაზახ ხალხს კი ჯერ არავინ ეკითხება, უნდათ თუ არა მათ ვინმეს მკლავებში აღმოჩნდნენ.

ნანახია: (901)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას