logo.png

 

George Tiginashvili

 

"მღვდლებიდან, ვინც კოვიდ-19-ის ირგვლივ წარმოთქმულ შეფასებებს ინანიებს, მაქვს საფუძველი იმისა, რომ მათივე ტრადიციული მახასიათებლების გათვალისწინებით ვივარაუდო მათი პოპულიზმის, მეინსტრიმული პოზისა და ტრენდული აუცილებლობით გამოწვეული "გამოფხიზლების" შესახებ.

უპასუხისმგებლო, ფსევდოჰეროისტული, ყოვლადუპრინციპო, "ასკეტური" ისტერიით აღსავსე და ფანატიკურად განწყობილი მღვდლები დღეს ბოდიშს იხდიან, თითქოს და ეს პანაცეა იყოს იმ ასობით დაღუპული და ათი ათასობით გარდაცვლილი ადამიანებისათვის!

ეს სინანული, რომ გულწრფელი იყოს, კიდევ მისაღები იქნებოდა, მაგრამ, როცა სიტუაციას კი არ ქმნი, არამედ მას იძულებით ერგები - შენს პატიოსნებაში ეჭვის შეტანა ლეგიტიმური ხდება!

ამდენად, მენტალურად ეგოისტი და ისტეროიდი, როცა ხარ, დღეს თუ რაღაცის გამოსწორებას იწყებ, ხვალ ისევ უარესს იკადრებ სხვა რომელიმე უმნიშვნელოვანესი საკითხის გარშემო!

P.S. მღვდელ თეოდორე გიგნაძეს გადაეცით, რომ მასასთან ფარისევლური კეკლუცით კი ვერ რეაბილიტირდება ქრისტეში, არამედ გამოვიდეს ახლა მაინც და საჯაროდ აღიაროს მე როგორც მომექცა 3 წლის წინ თავისი სულმდაბლური ეგოიზმით, როცა "ქართული არხის" ეთერში ჩემთან დაკავშირებით უტიფრად, ურცხვად და უსულგულოდ იცრუა, ავანტიურისტად გამომიყვანა და განაცხადა, რომ თურმე "გიორგი ტიგინაშვილი ზიარებიდან მეუფე შიოს არ განუყენებია, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მსგავსი არაფერი მომხდარაო"! მაშინ, როცა მთელი ორი კვირის მანძილზე, ყოველდღიურ რეჟიმში მიმტკიცებდა, რომ შიომ, ჯაღმაიძემ და სხვებმა ჩემს ზიარებაზე იმსჯელეს და ვერდიქტად უზიარებლობა გამომიტანეს! ამიტომ ვერ გაზიარებ და იქნებ მეუფე შიოს შეხვდე და სთხოვო ნება დაგრთოსო!

ამის მერე კი განაცხადა იმ დადგმულ გადაცემაში, რომ "მსგავსი არაფერი მომხდარაო"!

ასე, რომ ბოდიში ჯერ აქ მოიხადოს ტყუილისთვის და მერე იკეკლუცოს "პროგრესულად და ღირსეულად"!"

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

ნანახია: (1154)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას