Teimuraz თეიმურაზ Zakradze ზაქრაძე
"ყველაზე რთული რისი წარმოდგენაც უჭირს საბჭოეთგამოვლილ ქართველს ეს არის
პოლიტიკისგან დამოუკიდებელი ეკონომიკა.
გავიმეორებ,
პოლიტიკისგან, სახელმწიფოსგან, ჩინოვნიკების "კრიშაობისგან" კანონით და რეალურად დამოუკიდებელი ეკონომიკა.
ეს არის იმდენად წარმოუდგენელი რამე რომ იწვევს კულტურულ შოკს.
მიჩვეული ვართ რომ პოლიტიკა უფროსობს ეკონომიკაზე.
ამიტომ ალეგორიას შემოგთავაზებთ
სახელმწიფო ჰგავს ჩვენს ორგანიზმს.
ორგანიზმში გვაქვს ჩვენი ნებისგან ორი ფრიად მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი ორგანო გული და ღვიძლი.
რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ გული მუშაობს და სისხლს აწვდის სხეულის ყველა ნაწილს. ღვიძლი კი წმენდს სისხლს.
სახელმწიფოს გული არის საბანკო სისტემა, ღვიძლი არის საბირჟო სისტემა.
სასესხო და საფონდო ბაზრები.
ფული კი არის სახელმწიფოს სისხლი და რაც უფრო თავისუფლად მოძრაობს სისხლი მით კარგად კვებავს ორგანოებს და მით მეტად ვართ ჯანმრთელად..
ჰოდა ასე უნდა წარმოვიდგინოთ ..
საბანკო სისტემის ანუ გულის რიტმს არღვევს თავი, ანუ პოლიტიკური ნება, სისხლის, ანუ ფულის მიწოდება კლებულობს, მათ შორის თავშიც.
საფონდო ბაზარი ღვიძლი კი სულ არ მუშაობს და გამოდის რომ ჩვენ ყველა ვცხოვრობთ მოწამლული ანუ კორუფციული ფულით.
ანუ სახელმწიფოს ორგანიზმი იწამლება და არის ავად.
ჯანმრთელობა თუ გვინდა ორგანიზმის თავმა პოლიტიკამ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და უნდა გაათავისუფლოს ეს ორგანოები.
ანუ უნდა დააკანონოს ამ ფინანსური ინსტიტუტების დამოუკიდებლობა სახელმწიფოსგან და ერთმანეთისგან ..
გული ღვიძლის ფუნქციას ვერ ჩაანაცვლებს და პირიქით.
ამის შედეგად თავიც გათავისუფლდება ცუდი აზრებისგან და მთლიანად ორგანიზმი სახელმწიფოც იქნება თავისუფალი.
ამას ეწოდება ლიბერალური ეკონომიკა და ლიბერალური, ანუ თავისუფალი სახელმწიფო.
ჰოდა ჩემი შეგონებანი ბაზრის თავისუფლებაზე არაფერია იმასთან შედარებით რაც ელოდება დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ კლასს ლიბერალი ბაიდენის პრეზიდენტობის ჟამს."
წერს თეიმურაზ ზაქრაძე.
ნანახია: (608)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას