"მღვდელი თეოდორე გიგნაძის აღსარება დასაფასებელია. დიახ, "ეკლესია" სიბნელეს და მავნებლობას ქადაგებს. ამის აღიარება დაგვიანებულია, თუმცა აუცილებელი. მაგრამ, როცა ჩვენ, ერისკაცებმა, ვინც "შავებს" არ განვეკუთვნებით, პირველსავე დღეს ვთქვით, რომ სასულიერო პირების სრული უმრავლესობა თვითმკვლელობას ქადაგებდა მაშინ რატომ არ ამოიღო ხმა მამა თეოდორე გიგნაძემ? როცა მთელი ფეისბუქ-მრევლეთი სიბნელეს გვიპირისპირებდა და გვლანძღავდა, მაშინ სად იყვნენ ე.წ. პრადვინუტი იერარქები?
მე მოუთმენლად ველი იმ დღეს როცა ეკლესია გაბედავს და დაიწყებს საკუთარი შეცდომების აღიარებას. არსებული ვითარების გამოსწორება მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი. სიმართლის მთმქელი ადამიანების რიცხვი ათასჯერ ნაკლებია სიბნელის წყვდიადში ნებით თუ უნებლიეთ გახვეულებზე, და დღეს, ამ სიბნელეს ტახტი საპატრიარქოში აქვს დადგმული. ამიტომ, სუსტ და ჩანასახში მყოფ სიმართლეს აქ და ახლა სჭირდება მხარდაჭერა. ლოდინი მომენტის შესარჩევად კონფორმისტულია და დანაშაული!
თეოდორე გიგნაძემ, და ათეულმა სხვა იეარქმაც, კარგად იცის იმ პრობლემების შესახებ რომელზეც ბოლო წლებია ვსაუბრობთ ათასგვარი გარყვნილების, უსამართლობის და უმეცრების სახით რომ ჩაბუდებულა ეკლესიაში. რატომ დღეს არ გვიჭერენ მხარს მათ მხილებასა და სიმართლის დაცვაში? თუ თქვენ დღეს არ დაიცავთ სიმართლეს, ხვალ ის თქვენ ვერ დაგიცავთ!"
წერს თეოლოგი ვლადი ნარსია.
ნანახია: (627)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას