logo.png

 

Teimuraz თეიმურაზ Zakradze ზაქრაძე

 

"ამერიკაში ტრამპი და 18 წითელი შტატი ჩივიან უზენაეს სამართლოში სხვა ოთხ შტატში ბაიდენის არჩევის შედეგები გააუქმეთო.

გაუგონარი მოთხოვნა.

ტრამპი ითხოვს არ მეტი არც ნაკლები დემოკრატიის გაუქმებას ამერიკაში.

ჩვენთან ტრამპივით უტიფარმა ოცნებამ უკვე გააუქმა საქართველოს დემოკრატიის ნარჩენებიც კი.

ოღონდ მაინც ბევრად უარესად გვაქვს საქმე.

ამერიკაში ტრამპი დემოკრატიის გაუქმებას ცდილობს და ქართველი ტრამპისტი ოპოზიციონერი კონსერვატორები გვარწმუნებენ რომ ისინი ააშენებენ დემოკრატიას.

ნუ ტრამპის მერე რაღა უნდა გამიკვირდეს?

პატივცემულებო ბუნებაში არ არსებობს მემარჯვენე კონსერვატორების მიერ აშენებული დემოკრატია.

უბრალოდ ა რ ა რ ს ე ბ ო ბ ს.

კონსერვატიზმი ლიბერალიზმის დაუძინებელი მტერია და კონსერვატორების დაპირების ცრუმოლოდინები ნუ გექნებათ თუნდაც. ესეც საქმეა.

ჰოდა მოკლედ გეტყვით რომ ლიბერალი ბაიდენის პრეზიდენტობა არის ტრამპიზმის, პუტინიზმის და კონსერვატიზმის კოშმარი.

წარმოდგენა არ მაქვს რისი იმედი აქვს ოლიგარქს, მის მეოცნებე პარტიას

და რისი იმედით არიან ოპოზიციონერი მემარჯვენე კონსერვატორები."

წერს თეიმურაზ ზაქრაზე.

ნანახია: (642)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას