",,ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო, ლექსები ტანზე გამონაყარი" (ნიკო სამადაშვილი)...
უნივერსიტეტის მერე სასულიერო აკადემიაში რომ ჩავაბარე (რა მინდოდა წვენებში?!), იქ გავიცანი რამდენიმე ადამიანი (,,პიროვნება"), რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ ცხოვრებისთვის ფხიზელი თვალით ეცქირნათ და მუდამ ,,საბრძოლო" და ,,შემართულ" მდგომარეობაში ყოფილიყვნენ. (დევიზით: ,,ცხოვრება ომია, ომი!")..აქედან გამომდინარე დაასკვნეს, რომ პოეზიისთვის გამოეცხადებინათ შეურიგებელი ბრძოლა.. რადგან თურმე პოეზია ავადმყოფობაა...რილკეს და სილვია პლათის ხსენებაზე (ნუ ბოდლერზე აღარ არის საუბარი. სამჯერ აფურთხებდნენ და მეტანიებს აკეთებდნენ), გამალებული პირჯვრის წერას მოჰყვებოდნენ ხოლმე...ავადმყოფებად და ეშმაკეულებად რაცხდნენ მათაც და მათ მკითხველებსაც.. მეც რამდენჯერმე ეჭვის თვალით დამიწყეს ცქერა...
p.s. ე ბიჭო, რა გიკვირს? ადამიანი რომ ავადაა? (,,რა ჭირს ადამიანს, რა შეურია ღმერთმა ტალახს ასეთი მოურჩენელი?" - ოთარ ჭილაძე)..დიახ, ბატონებო!... ადამიანი ავადაა (უხსოვარი ხნიდან) და მით უფრო ავადაა და გაჭირვებულია ის, რომელმაც ეს არ იცის!"
წერს ლელა ჩხარტიშვილი.
ნანახია: (759)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას