logo.png

 

Lela Chkhartishvili

 

"დღეს ჩვენი სამღვდელოება და მათი მრევლი შეშფოთებულია და მე ვიტყოდი აღშფოთებული იმით, თუ რატომ განიკითხავენ და ამხელენ მღვდლებს გარკვეული შეხედულებების ადამიანები და რომ ეს მკრეხელობაა, მიუტევებელი ცოდვა და ა. შ. ერთი საკითხია, არის თუ არა ეს ბრალდებები, მხილებები სამართლიანი, ობიექტური და ადექვატური.. და მეორე საკითხია: დავუშვათ, რომც არ იყოს მხილება სამართლიანი, ეს წყველა-კრულვა და სიძულვილის გამოხატულება თქვენი მხრიდან, რამდენად გამართლებულია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რამდენად ქრისტიანულია...მე მოგმართავთ შეკითხვებით: ამ მამხილებელი ადამიანებისგან მოითხოვთ მიტევების უნარს, გაგებით მოკიდებას, სიმდაბლეს, სიმშვიდეს, მყუდროებას, მოთმინებას და საკუთარი თავებისგან არ მოითხოვთ?.სად არის თქვენი სიმდაბლე და მიტევება, სასულიერო პირებო, რომელთაგანაც ბევრს პირადად გიცნობთ, ჯერ კიდევ სიყმაწვილიდანვე?!..დიახ, სიმდაბლე, რომელიც ყოველგვარი სიკეთის წყარო და საფუძველია?...ჯერ ერთი მართლა რომ არ მეზღაპრეობდეთ და ნამდვილად გქონდეთ ღმერთისგან მინიჭებული ძალა და, დავუშვათ, სასწაულებს აღასრულებდეთ, მკვდრებს აცოცხლებდეთ, ავადმყოფებს კურნავდეთ, მაშინაც კი არ უნდა ამპარტავნებდეთ, რადგან ყველა სიკეთის მტერია ამპარტავნება..რა ღირსებას მიიჩნევთ თქვენს პირად საკუთრებად?...რა ნიჭებს ფლობთ სხვებზე მეტად?...თუ ხელდასხმის მადლი მოგეცათ, ანუ მეტი მოგეცათ, მეტიც ხომ მოგეთხოვებათ...უნდა შიშობდეთ, რომ ის ნიჭი, რაც ღმერთის საკუთრებაა და არა თქვენი, დასაღუპად არ გექცეთ...წესით, ამ მამხილებლების მადლიერნიც კი უნდა იყოთ, რადგან ისინი არ გაძლევენ მოდუნების, დაცემის საშუალებას და მუდამ ფორმაში ყოფნას გიკარნახებენ...ზოგიერთები სიტყვებითაც ვერ ბრძნადმეტყველებთ და რომც დიდ სიბრძნეებს ღაღადებდეთ, თქვენი ცხოვრებით და საქმით უნდა გვასწვლიდეთ უპირველესად, რადგან სულში საქმით ნასწავლი იკიდებს ფეხს და არა ოდენ სიტყვით! შეუძლებელი საქმეების შესრულებას ჩვენ გვთავაზობთ და თავად სიტყვით ნაქადაგებს საქმით არ ამტკიცებთ...ვხედავთ, ირყვნება ჩვენს თვალწინ ეკლესია, თქვენ კი მხილების სიტყვის მოსმენა არ გსურთ, არამედ გირჩევნიათ, ჩართოთ სმენის დამატკბობელი მოცარტის ან ბეთჰოვენის მუსიკა და იმას მოუსმინოთ...ანდა კიდევ ისეთი პათეტიური სიტყვების და კომპლიმენტების მოსმენა გსიამოვნებთ, რომლებიც თქვენს პატივმოყვარეობას აფუფუნებს და ატკბობს...სხვათაშორის, ეს მამხილებლები თქვენი ექიმები არიან...რომლებიც, მართალია, გტკენენ, მაგრამ გირჩევნიათ, ცოტათი მოითმინოთ და გამოჯანმრთელდეთ. ვიდრე ამ ტაშისკვრებითა და ზღვარგადასული ხოტბა დიდებით დაიღუპოთ..არანაირი სარგებლობის მომტანი არ არის ეს მლიქვნელური ქება დიდება (არავისთვის!), რომელიც თქვენივე ქედ-მაღლობის წისქვილზე ასხამს წყალს და თქვენს ვნებებს არათუ აცხრობს, არამედ აშლეგებს..ნელა იყავით, ამ ტაშისკვრის ხმაურმა არ ჩაახშოს თქვენში თქვენივე სინდისის ხმა...ასე რომ, მხილება უსიყვარულობას არ ნიშნავს..პირიქით...ხოდა წმინდა იოანე ოქროპირით დავამთავრებ: „ქებას და

დიდებას ადამიანთაგან კი არ უნდა ვეძიებდეთ, არამედ წესად დავადგინოთ: ყველაფერს ისე ვაკეთებდეთ, როგორც ღვთისთვისაა საამო და მის სიყვარულს ვეღირსოთ..“ "

წერს ლელა ჩხარტიშვილი.

ნანახია: (659)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას