საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი
-- ოკუპირებულ აფხაზეთში, სეპარატისტული რეჟიმის "სასამართლომ" ირაკლი ბებუას სასჯელის სახით 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
-- 30 სექტემბერს, როდესაც რეჟიმი "საქართველოზე გამარჯვების 27-ე წლისთავს" აღნიშნავდა, ირაკლი ბებუამ ყველას დასანახად დაწვა ე.წ. "აფხაზეთის დროშა", რითიც, როგორც თვითონ თქვა, გააპროტესტა შექმნილი მდგომარეობა:
-- "«რა თქმა უნდა, გაცნობიერებულად გავაკეთე – სხვაგვარად ასეთი რამ როგორ უნდა ქნა?! არც დროშის საწინააღმდეგო მაქვს რამე, არც აფხაზების. პირიქით, ჩვენ უნდა ვიყოთ ძმები, როგორც ადრე, უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს. ყველას პატიებას ვთხოვ, ვისაც ეწყინა, ყველას წინაშე მუხლს ვიდრეკ. ამით მხოლოდ ის მინდოდა, მეთქვა, რომ ჩვენს შორის განხეთქილებას, მტრობას, ჩვენს დაშორებას არ უნდა ვზეიმობდეთ" - ამბობდა დაკავებული ირაკლი ბებუა დაკითხვისას.
-- ირაკლი ბებუა, 1993 წელს, ომის დასრულებისას დაიბადა, ის თბილისში ცხოვრობდა, თუმცა ბოლო 2 წელი გალში დაბრუნდა, სადაც მარტოდ დარჩენილ ბებიას უვლიდა.
-- მარიონეტული რეჟიმი არ დაკმაყოფილდა "დროშის განადგურების" ბრალდებას და სასჯელის კიდევ უფრო დასამძიმებლად საცხოვრებელი სახლის "ჩხრეკისას" იარაღიც "იპოვა"
ნანახია: (869)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას