eimuraz თეიმურაზ Zakradze ზაქრაძე
"ოპოზიციის და ხელისუფლების მოლაპარაკების ფასილიტატორების პოლიტიკური წონა და გავლენა იწურება 13 დეკემბერს.
მანამდე ჯერ კიდევ მოქმედებს ტრამპის პოლიტიკური ტრენდი და ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს ტრამპის პოლიტიკის წესებით.
14 დეკემბერს ხმოსნების კოლეგია ოფიციალურად გამოაცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს.
ამის მერე დე ფაქტო პრეზიდენტი იქნება ბაიდენი.
ანუ ინაგურაციამდე იქნება ერთგვარი ორხელისუფლებიანობა.
ხელისუფლების გადაბარების პროცესი უკვე დაწყებულია, მხოლოდ ტრამპის დანიშნული პენტაგონის ახალი შეფი საბოტირებს ამ პროცესს.
ანუ ოპოზიციაზე ზეწოლის მიზეზი და მიზანი არის 14 დეკემბრამდე რომ მოასწრონ მოსკოვის სასურველი "ოცნების" ხელისუფლების გაფორმება.
ოპოზიცია თუ გაძლებს ამ თარიღამდე გვექნება სხვა პოლიტიკური რეალობა.
თუ ვერ გაძლებს და მაინც გაუფორმებს ოცნებას ყალბ არჩევნებს, მაინც გვექნება სხვა პოლიტიკური რეალობა, ოღონდ სხვა მიზეზების გამო და მტკივნეული იქნება ოპოზიციისთვისაც.
მეტი განმარტება არ მომთხოვოთ."
წერს თეიმურაზ ზაქრაძე.
ნანახია: (610)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას