logo.png

 

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

 

- ყარაბაღის კონფლიქტის დასრულებისთანავე, რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მუშაობა დაიწყო და დაიწყო მათებურად, უკუღმართულად და ინტერპრეტაციებით, თითქოს აზერბაიჯანის სამხედრო წარმატება მეზობელთან კონფლიქტში ერთმა მარტივმა ფაქტორმა სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალურ პოზიციაზე ყოფნამ განაპირობა.

-  ვითომდა, ალიევის ადმინისტრაციის მხრიდან მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე რუსული სამხედროების შეშვება ერთგვარი ნეიტრალიტეტის ფორმაა, რაც ტერიტორიების დაბრუნების გარანტია შეიძლება იყოს რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც.

პირობით, რომ შენ მიწაზე მხოლოდ რუსული სამხედრო ბაზა უნდა იყოს განთავსებული, კრემლი თვალს დახუჭავს შენ მიერ წამოწყებულ ნებისმიერ სამხედრო ოპერაციაზე და ნეიტრალიტეტის ასეთი ფორმა შესაძლოა სხვა ქვეყნებისთვისაც იყოს მისაღები!

-  მსგავსი გზავნილები კრემლის „ექსპერტებისგან“ არაერთი კვირაა ისმის. ისინი ალიევის „ბრძნულ“ გადაწყვეტილებას იწონებენ და ირიბად საქართველოსაც მიანიშნებენ, რომ „მსგავსი კარტის გათამაშება“ ჩვენთვისაც რეალურია.

-  სინამდვილეში, გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, რუსეთი ძალების გადათამაშებას გეგმავს. როგორც ჩანს, მათთვის საქართველოს მოსახლეობაში პრორუსული განწყობების მკვეთრი შემცირების ტენდენცია დაინახეს და ახლა ახალი ხაფანგის დაგებას ცდილობენ, რაც ნეიტრალიტეტის საბურველქვეშ სურთ შეფუთონ.

-  შეხსენებისთვის, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და რუსეთის მიერ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში წარმოებული სამხედრო ოპერაციებისას, საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე რუსული სამხედრო ბაზა ფუნქციონირებდა, მათ შორის ვაზიანში, ბათუმსა და ახალქალაქში. გუდაუთის რუსული სამხედრო ბაზა უზრუნველყოფდა სეპარატისტების მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისას..

-  დღეს, ოკუპირებულ რეგიონებში მოწყობილ ათეულობით სამხედრო ობიექტში 8.000-ზე მეტი ოკუპანტი სამხედროა განთავსებული. რუსეთი არასოდეს იყო და არ იქნება მშვიდობის და ერთიანობის გარანტი. იმპერია მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს.

ნანახია: (348)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას