logo.png

 

George Tiginashvili

 

"დიდი ხანია, რაც ქართულ სამღვდელოებაზე აღმატებული წარმოდგენები არ მაქვს ("რადგან პატარიდან დიდამდე ყველა მომხვეჭელია: წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა ყალბისმქმნელი". იერემია 6,13)! თითქმის ყველა ვიცი რას წარმოადგენს. უმეტესობამ ძალაუფლების, კომპლექსების შენიღბვის, ფინანსური სარგოსა და სტატუსისთვისაა ინტეგრირებული ეკლესიაში. ზოგი ლატენტური ჰომოსექსუალია, ზოგი ხელდაფარებული პედოფილი, ზოგი გარყვნილი ბისექსუალი, ზოგი პოპულისტი მასხარა, ზოგი მემთვრალე, ზოგი მრუში, ზოგი ფანატიკოსი, ზოგი ათეისტი, ზოგი ერეტიკოსი, ზოგიც ფსიქიკურად დაავადებული, მაგრამ ახლა რაებსაც ვნახულობ, თუ ვინ და რა კატეგორიის ხალხი "გლოვობს" აწ გარდაცვლილ დეკანოზ დავით ქვლივიძეს, მათი იდენტიფიცირება რაიმე კონკრეტულ ვნებასთან გაგიჭირდებათ, იმდენად ორპირები და სამძიმარშიც კი ქვებუდანები არიან... ამაზე დიდი ცინიზმი და ირონია რა უნდა იყოს?! ცხადია, ყველა ხვდება მათ ხელოვნურობას, ავადმყოფურ სენტიმენტალურობასა და ყალბ სოლიდარობას, მაგრამ ამდენი ფარისევლობა და უტიფრობაც უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება. ამ ფონზე, მახსენდება პაპ ბენედიქტ XVI -ის ერთ-ერთი ქადაგება ფსევდოსიყვარულის შესახებ: "ჭეშმარიტების გარეშე სიყვარული სენტიმენტალიზმში ვარდება. იგი იქცევა ცარიელ ქერქად, რასაც იმით აავსებს ადამიანი, რითაც გაუხარდება. ესაა სიყვარულის ფატალური რისკი ჭეშმარიტებაგამოცლილ კულტურაში. ის, სუბიექტების ემოციათა და შემთხვევით შეხედულებათა ტყვეა, სიტყვა რომელიც ბოროტად გამოიყენება და მახინჯდება იმ დონემდეც კი, რომ საწინააღმდეგო მნიშვნელობას იძენს"!

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სინამდვილეში თუ სადმე ერთმანეთს ვერ იტანენ, ნარცისიზმით იმსჭვალებიან და ერთი - მეორის მიმართ ჭორაობენ, ესაა ჩვენი უბირი სამღვდელოება, რომელიც КГБ-ს ემისარმა ილია II-მ ჩამოაყალიბა და დახუნძლა ყველა იმ ვნებით, რითაც თავადაა შეპყრობილი...

მოკლედ, როგორც ყოველთვის, მართალია ბიბლია - "მკვდარი შვიდ დღეს იგლოვე, ბრიყვი და უღვთო - ყოველდღე, სანამ ცოცხალია" (ზირაქი 22,12)."

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

ნანახია: (832)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას