"ამ ბოლო დროს ვფიქრობ ბიბლიურ ტექსტებზე.. ავიღოთ თუნდაც „იობის წიგნი“....როგორი პოეტური და მაღალ მხატვრული ქმნილებაა!.. მაგრამ ბიბლია ხომ მარტო ლიტერატურა არ არის...არამედ მსოფლხედველობა, ფილოსოფია, ცხოვრების, აზროვნების, ფიქრების მიმართულება და საზომი...და ბოლოს და ბოლოს, უდიდესი ნუგეშის და შთაგონების დაუსრულებელი წყარო!.. „იობის წიგნი“ ვახსენე...როგორ იცნობდა იობი ღმერთს ..განა ეს სკოლა არ არის ჩვენთვის, თუ როგორ უნდა ვიცნობდეთ ღმერთს?!...მას ეგონა, რომ რადგანაც მართალი კაცი იყო, ღმერთს იგი უბედურებისთვის არ უნდა გაემეტებინა...ის მისი სამეგობროც მასეთივე აზრზე იდგა, ჯიუტად...გინდა თუ არა, ცოდვა გექნება ჩადენილიო და იმიტომაც ხარ ამ დღეშიო..ჭრილობაზე მარილს აყრიდნენ. უტაქტოები! ეგონათ, შველოდნენ და პირიქით, ამწარებდნენ.. „დადუმდებოდეთ მაინცაო“, _ ეხვეწეოდა იობი.. მაგრამ ადამიანებმა როდის ვიცით, სად რა უნდა ვთქვათ და ვილაყბოთ...მით უმეტეს, მწუხარების და განსაცდელის ჟამს...ბევრი ჩვენთაგანიც ასე იცნობს ღმერთს.. რადგან ამქვეყნიური წარმატებები და სიკეთეები მოიზიდა, ესე იგი ვუყვარვარო ღმერთს..დავიმსახურე და დამაჯილდოვაო... ასე ფიქრობს უმეტესობა...და სხვას რადგან ამქვეყნიურ სიკეთეთაგან არაფერი გაეკარა, დასაჯაო ღმერთმა. ასე ვიტყვით ხოლმე, უგუნური ადამიანები.. (როგორ ვიცით ხოლმე სხვისი დაჩაგვრა)..არადა..გავიხსენოთ თუნდაც იგივე ძველი აღთქმის იგავის წიგნი, სადაც წერია, რომელიც უყვარს ღმერთს, მას სწავლის და სტანჯავსო..ხშირ შემთხვევებში.. მერაბ კოსტავას სიტყვებით: „რადგან განგებას რომელი უყვარს, მასვე მოუვლენს სასტიკ განსაცდელს..“..განა დაიმსახურეს ან ნიკოლოზ ბარათაშვილმა, ან დავით გურამიშვილმა, ან ნიკალა ფიროსმანმა და უამრავმა ადამიანმა, იგივე გამსახურდიამ და კოსტავამ, დიდმა ტანჯულმა გენიოსებმა, ვისშიც ქრისტეს მეტაფორა აბსოლუტურად აისახა. რადგან ბოლომდე შესვეს განწირულების ფიალა...(და პოეზიაც სხვა რა არის, თუ არ განწირულება!) არაფერი სიკეთე იმათ არ გაეკარათ, ამქვეყნიური..შესაბამისად, წარმავალი.....ტანჯვით განიწმინდნენ და ჯვარცმულ ქრისტეს მიემსგავსნენ...ამას იმიტომ ვწერ, რომ იქნება და ნუგეში იყოს ტვირთმძიმე და დამაშვრალი ადამიანებისთვის ეს სიტყვები...ღმერთმა მოგვცეს სარწმუნოება და სასოება დაუშრეტელი.."
წერს ლელა ჩხარტიშვილი.
ნანახია: (1341)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას