logo.png

გამსახურდიას მიმართ, რელიგიის საქმეთა საბჭოსადმი, ზომების მიღების მოთხოვნა. 1983წ.
( - თქვენ მოიყვანეთ, სოდომისა და გომორის სული - )

1983 წლის 27 ივნისს, დისიდენტ ზვიად გამსახურდიას, საქართველოს პატრიარქ ილია მეორისადმი წერილი-დეპეშა გაუგზავნია.
მეორე დღეს, 1983 წლის 28 ივნისს, პატრიარქ ილია მეორეს, საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული, რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულის, გივი შალვას ძე მაისურაძის სახელზე, წერილი გაუგზავნია, რომელსაც თან დაურთია ზ. გამსახურდიას მიერ, მისდამი გაგზავნილი დეპეშის ასლი.
შეგახსენებთ, რომ მინისტრთა საბჭოსთან არსებული, რელიგიის საქმეთა საბჭო, წარმოადგენდა საბჭოთა მთავრობაში, საბჭოთა КГБ-ს არაოფიციალურ ფილიალს; ნახევრად-ოფიციალურად კი, სსრკ-ში რელიგიური ინსტიტუტების საკურატორო და უშუალო საზედამხვედელო ორგანოს, რომელიც საბჭოთა КГБ-ს ოფიციალური თანამშომლებით იყო დაკომპლექტებული.

ზ. გამსახურდიას დეპეშის ასლი წარმოდგენილია სურათზე მარცხნივ: - "საქართველოს ეკლესიის მრევლის შეგნებული ნაწილი, სამართლიანადაა აღშფოთებული იმით, რომ ა. წ. 25 - 26 ივნისს სულთმოფენეობის დღესასწაულზე, თქვენ მოიწვიეთ მამათმავალი სამღვდელო პირები: - ანანიაშვილი, მახარაძე ........ (და სხვანი) - რითაც წაბილწეთ, სიონისა და სვეტიცხოვლის ტაძრები. ამით თქვენ ცდილობთ, მამათმავლობის ლეგალიზაციას საქართველოს ეკლესიაში, რასაც ქართველი საზოგადოება არასოდეს არ შეეგუება. სულიწმინდის ნაცვლად, ამ წმინდა დღეს, თქვენ მოიყვანეთ, სოდომისა და გომორის სული, რასაც თქვენ არც უფალი და არც ერი არ გაპატიებთ. ვაცხადებ სასტიკ პროტესტს, მამათმავლობის ლეგალიზაციის წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავ უფრო სერიოზულ ზომებს. - ზვიად გამსახურდია."

ხოლო სურათზე მარჯვნივ, წარმოდგენილია პატრიარქის წერილის ასლი. პატრიარქის წერილის შინაარსი: - სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ, რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულს, საქართველოს სსრ-ში, გივი შალვას ძე მაისურაძეს: "მოგახსენებთ, რომ მოქალაქე ზ. კ. გამსახურდია იდენს მოქმედებას, რომელიც არ შეეფერება საბჭოთა მოქალაქეს. იგი ლანძღავს სამღვდელოებას და ეკლესიას, რაც დაუშვებელია სსრკ კონსტიტუციით. ამასთან ერთად წარმოგიდგენთ მის მიერ გამოგზავნილი დეპეშის ასლს.
გთხოვთ მიიღოთ ზომები მსგავსი ბოროტმოქმედების აღსაკვეთად."
დანართი: დეპეშის ასლი.
28.06.1983წ.
კათოლიკოს პატრიარქი: ილია მეორე. - ციტირების დასასრული.

1979 წლიდან საქართველოს ეკლესიის ეპისკოპოსი, მრავალი წლის მანძილზე წმ. სინოდის წევრი, ასევე წლების მანძილზე ქორეპისკოპოსი, ხოლო 1995წ. პუტჩისტებისა და შევარდნაძის დაკვეთით, სინოდის მიერ უსამართლოდ მღვდელმოქმედება აკრძალული მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი ქრისტეფორე წამალაიძე, ადასტურებს თავის თვალით ნანახი ამ დოკუმენტის ორიგინალურობას, რადგანაც ერთ დროს საპატრიარქოს არქივზე და მსგავს დოკუმენტებზე თავად მიუწვდებოდა ხელი, ქორეპისკოპოსად მუშაობის დროს. ფოტო-ასლიც თავად ჰქონია შენახული.

Daniel Savaneli-ს ფოტო.

ნანახია: (1932)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას