Teimuraz თეიმურაზ Zakradze ზაქრაძე
"როგორც კი პარტია გირჩი დადგა პარტიული დისციპლინის ვალდებულების აუცილებლობის წინაშე, მყისიერად იჩინა თავი გირჩელების ეგოცენტისტულმა მენტალობამაც.
უფრო სწორედ საკუთარ თავთან წინააღმდეგობის მომენტი შეექმნათ, თორემ გირჩი ისედაც ქადაგებს თავისუფლებას როგორც ვალდებულებებისგან თავისუფლებას.
ასეთ მენტალობაზე დგას კონსერვატიული იდეოლოგია დაწყებული მონარქი ლუდოვიკოს სიტყვებიდან "სახელმწიფო ვარ მე".
ბიძინაც თავისი ქმედებით იგივეს გვეუბნება რომ სახელმწიფო არის ის და ყველა დანარჩენს კისერიც გვიტეხია.
პუტინიც და ტრამპიც სწორედ ვალდებულებების უარყოფის მენტალობის, რადიკალი კონსერვატორი ტიპაჟები არიან..
ახალგაზრდები ბუნებრივად ეგოისტურები არიან და ამიტომაც მოსწონთ გირჩელი კაი ტიპები.
ოღონდ ასაკთან და ვალდებულებების მატებასთან ერთად ეს ეგოიზმი ნელ ნელა ქრება.
თავისუფლება კი არის სწორედ ვალდებულებების პირნათლად შესრულება.
კანონის უზენაესობის აღიარება. როდესაც ვალდებულებებს ასრულებ მხოლოდ მაშინ ხარ თავისუფალი და კაციშვილი ვერ შემოგედავება.
ასეთი მენტალობა კი არის ლიბერალური იდეოლოგიის
ფუნდამენტი.
ჰოდა რისი თქმა მინდა.
გირჩი ისევე არის ოლიგარქიის ოპოზიცია, როგორც მე ჩინეთის პრინცი."
წერს თეიმურაზ ზაქრაძე.
ნანახია: (955)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას