logo.png

 

Hieromonk Andria Saria

 

"დავუშვათ და ჩემი ან შენი საქმე არ არის რაც ირგვლივ ხდება. ყველას თავისი მიეზღვება და მოეთხოვებ, როგორც მღვდლის ლოგიკა მკარნახობს: მისი ცოდვისაებრ მოეკითხება. თუმცა, საოცარი რამ ხდება: პატრიარქი, ეპისკოპოსები და მღვდლები ირგვლივ განიხილავენ ყველა საკითხს, განსჯიან პოლიტიკოსებს, ,,ცოდვილ ადამიანებს” , უფლება აქვთ ,,სასჯელი” დაგადონ გამოსწორების მიზნით, მოუნდებათ და შემოწირულობასაც მოითხოვენ ღვთის სახელით. მრევლი კი მიჩვეულია ამ კაპრიზებს და გონიათ რომ ღმერთი კარნახობს მათ ამ ყველაფერს და საჭიროების დროს სასჯელის ზომებსაც ჩასჩურჩულებს მეუფე იაკობის მაგვარ იერარქებს. მესმის, როდესაც ადამიანი ეკლესიაში მიდის მას ცოდვებისგან გაქცევა სურს, უყვება მოძღვარს და გონია რომ ეს მოძღვარია მისი მხსნელი, ცოდვების მიმტევებელი და ვალდებულად გრძნობს თავს მის წინაშე. ამ დროს კი ღმერთი დავიწყებულია... მღვდლებს ყველაფრის უფლება აქვთ: ჩაგარტყას, გაგლანძღოს, ,,გამხილოს”, ,,გასწავლოს” აბა რისი მღვდელია ეს ბერკეტები თუ არ გამოიყენა. მაგრამ, აბა გაბედოს მრევლმა იგივე გაიმეოროს და მრუში, ქურდი, მაგინებელი და იაკობის მსგავსი ყაჩაღი ეპისკოპოსი ამხილოს, რომელსაც საერთოდ არაფერი სიახლოვე არა აქვს ეკლესიურ ცნობიერებასთან. მაშინათვე გამოდიხარ ეკლესიის მტერი და ქვეყნის მოღალატე სამღვდელოების თვალში. დღევანდელი იერარქიული ცნობიერება მეტ წილად ფინანსურზეა აწყობილი, ვიდრე სულიერზე. პანდემიის პროცესებში იმდენი უღმერთო განცხადებები მოვისმინე, არ ვიცი რა იქნება..."

წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.

ნანახია: (939)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას