logo.png

 

Kate KLord

 

 

"პუბლიკაციას გადავაწყდი, ვთარგმნე და ვისაც დაგაინტერესდებათ, წაიკითხავთ. აინშტაინის ერთ-ერთი წერილია ქალიშვილისადმი. ლიზერლი მისი პირველი შვილია პირველი ქორწინებიდან (ფაქტიურად, მეორე ქორწინებიდან შვილი არც ჰყოლია) ძალიან უყვარდა. თავადაც მიხვდებით.

ლიზერლმა მამის დაწერილი 1400 წერილი გადასცა ებრაულ უნივერსიტეტს, პირობით, რომ არ გამოქვეყნდებოდა გარდაცვალებიდან ორი ათწლეულის მანძილზე.

ეს არის წერილი, დედამიწაზე უნივერსალური ძალის (ასე უწოდებდა თავად ავტორი), სიყვარულის, შესახებ.

“როდესაც ფარდობითობის თეორია შევთავაზე ადამიანებს, ძალიან ცოტას ესმოდა ჩემი, და ის, რასაც ახლა გამოვაცხადებ, ასევე შეეჯახება გაუგებრობას და ცრურწმენებს მსოფლიოში.

მე გთხოვ, დაიცვა წერილები, სანამ ეს აუცილებელია, წლები, ათწლეულები, სანამ საზოგადოება საკმარისად განვითარდება და მიიღებს იმას, რასაც ქვემოთ აგიხსნი.

არსებობს უკიდურესად ძლიერი ძალა, რომლისთვისაც, ჯერჯერობით, მეცნიერებამ ვერ იპოვა ოფიციალური ახსნა. ეს არის ძალა, რომელიც მოიცავს და მართავს ყველა დანარჩენს, და ის დგას სამყაროში მოქმედი ნებისმიერი ფენომენის უკან და ჯერ არ არის იდენტიფიცირებული ჩვენს მიერ.

ეს უნივერსალური ძალაა სიყვარული.

როდესაც მეცნიერები ეძებდნენ სამყაროს ერთიან თეორიას, მათ დაივიწყეს ყველაზე ძლიერი არნახული ძალა.

სიყვარული არის სინათლე, რომელიც ანათებს მათ, ვინც გასცემს და იღებს მას.

სიყვარული სიმძიმეა, რადგან ის ზოგს სხვებისადმი მიზიდულობას უქმნის.

სიყვარული არის ძალა, რადგან ის მრავლდება საუკეთესოდ, რაც გვაქვს და საშუალებას აძლევს კაცობრიობას არ ჩაქრეს მათი ბრმა ეგოიზმით. სიყვარული ვითარდება და გამოვლინდება.

სიყვარულისთვის ჩვენ ვცხოვრობთ და ვკვდებით.

სიყვარული არის ღმერთი და ღმერთი არის სიყვარული.

ეს ძალა ყველაფერს ხსნის და ცხოვრებას აზრს აძლევს. ეს არის ცვლადი, რომელსაც ძალიან დიდხანს ვგულშემატკივრობდით, შესაძლოა იმიტომ, რომ სიყვარულის გვეშინია, რადგან ეს არის ერთადერთი ენერგია სამყაროში, რომლის მართვაც ადამიანმა არ ისწავლა საკუთარი სურვილისამებრ.

სიყვარულისთვის ხილვადობის მისაცემად, მე ჩავდე მარტივი ჩანაცვლება ჩემს ყველაზე ცნობილ განტოლებაში.

თუ E = mc2 -ის ნაცვლად ვიგულისხმებთ რომ, სამყაროს განკურნების ენერგია შეიძლება მივიღოთ სიყვარულის საშუალებით გამრავლებული სინათლის სიჩქარის კვადრატზე, მივალთ დასკვნამდე, რომ სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ძალა, რადგან მას არ აქვს საზღვრები.

კაცობრიობის წარუმატებლობის შემდეგ, სამყაროს სხვა ძალების გამოყენებასა და კონტროლში, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგ აღმოჩნდა, აუცილებელია, რომ ჩვენ საკუთარი თავი სხვა სახის ენერგიით ვკვებოთ.

თუ გვინდა რომ ჩვენ გადავრჩეთ, თუ გვინდა რომ ვიპოვნოთ ცხოვრების აზრი, თუ გვინდა გადავარჩინოთ სამყარო და ყველა ის გრძნეული არსება, რომელიც მასში ბინადრობს, სიყვარული არის ერთადერთი პასუხი.

ალბათ, ჩვენ ჯერ არ ვართ მზად შევქმნათ სიყვარულის ბომბი, ისეთი მოწყობილობა, რომელიც საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ მთლიანად გაანადგუროს პლანეტაზე სიძულვილი, ეგოიზმი და სიხარბე.

ამასთან თითოეული ინდივიდი წარმოადგენს პატარა მაგრამ ძლიერ გენერატორს სიყვარულისა. როდესაც ჩვენ ვისწავლით ამ უნივერსალური ენერგიის მიცემასა და მიღებას, ძვირფასო ლიზერლ, ჩვენ დავამტკიცებთ, რომ სიყვარული იპყრობს ყველას, შეუძლია გადალახოს ყველა და ყველაფერი, რადგან სიყვარული არის სიცოცხლის კვინტესენცია.

ღრმად ვნანობ, რომ ვერ გამოვთქვი ის, რაც გულში მქონდა, რომელიც მთელი ცხოვრება მშვიდად მცემდა შენთვის. შეიძლება ბოდიშის მოხდა უკვე გვიანია, მაგრამ რადგან დრო ფარდობითია, უნდა გითხრა, რომ მიყვარხარ და შენი წყალობით საბოლოო პასუხს მივაღწიე!

მამაშენი ალბერტ აინშტაინი”. "

წერს ქეთი ლორთქიფანიძე.

ნანახია: (1363)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას