logo.png

 

Tamuna Pirtskhalaishvili

 

"„აღარ მინდა ასე ცხოვრება... სკოლაში მინდა, მეგობრებს მინდა შევხვდე, ვირბინოთ, რაღაცა მეწყინოს, რაღაც გამიხარდეს, გაკვეთილზე ვინმეს რამე გადავუჩურჩულო... არ გესმის დედა, ჩემი თავგადასავალი მქონდა და ახლა... რაღაც ყუთს ველაპარაკებით, ერთმანეთს ვერც კი ვხედავთ... მიკროფონები გამორთეთ, პროგრამა ჭედავს... გარეთ გასვლაც აღარ მინდა, ყველაფერი ერთნაირია...“ - ასეთი ძილისწინა საუბარი გამოვიდა დღეს...

ბოლო დროს სულ ვუმეორებდი საკუთარ თავს: ცხოვრება დიდი თავგადასავალია... ამაზე დიდი თავგადასავალი რა გვინდა - სიკვდილს ვეთამაშებით, ვემალებით და უმეტესობა ვიმარჯვებთ კიდეც... მაგრამ ეს ცხოვრება მხოლოდ სიცოცხლის შენარჩუნება ხომ არ არის... სუნთქვა, პულსაცია, ჭამა, ძილი, გაღვიძება... ეს გაღვიძება რაღაცისთვის ხომ უნდა გვინდოდეს... ხომ უნდა გვიხაროდეს...

ესეც გაივლის... ალბათ, გადავრჩებით... და ყველაფერს დავივიწყებთ - ღიმილს მიფარებულ პირბადეებს, ადამიანების ტკივილს, შიმშილს, შიშს, უიმედობას და ცხოვრებას გავაგრძელებთ მეხსიერებაში ჩაპრესილი მოგონებებით და კარადაში დამალული ახალი ჩონჩხით...

ცხოვრებას ვაგრძელებთ პატარა კუნძულების ნაპირებს ჩაბღაუჭებულები..."
წერს ნენეს დედიკო თამუნა ფირცხალაიშვილი.

ნანახია: (1249)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას