logo.png

 

Revaz Kemularia

 

"ცუდად, მზაკრულად მოფიქრალი ადამიანი ნაგვის ურნას ჰგავს. არა მარტო გონებით, არამედ ფიზიკურადაც. დღესაც ზოგიერთ პოლიტიკანებს ვერ ასვენებთ ზვიად გამსახურდია, როგორც ეროვნული გმირი, მისი ეროვნული და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა. მათი მიზანია, რაც შეიძლება აუგად მოიხსენიონ ზვიად გამსახურდია, მოუგონონ ათასი ჭორი და ამით საზოგადოებას შეუქმნან ისეთი აზრი, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას, თითქოს ყველა უბედურება, რაც მოხდა 90-იან წლებში ზვიად გამსახურდიას ბრალია. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ქალბატონ თინა ხიდაშელს, მაგრამ სხვების გასაგონადაც ვამბობ...

ჩვენ კარგად გვახსოვს თინა ხიდაშელის და მისი მეუღლის ქ. სოჭში გაკეთებული განცხადება, -"ჩვენ აფხაზეთს არ განვიხილავთ საქართველოს შემადგენლობაში." ამ განცხადების შემდეგ უნდა დასრულებულიყო მისი პოლიტიკური მოღვაწეობა, მაგრამ ვინ იყო გამკითხავი, მიუხედავად იმისა, ტრაკის ყვავილივით ყარდნენ და აყროლებდნენ საქართველოს!

ქალბატონ თინა ხიდაშელის ნაირი პოლიტიკანების მიზანია, ყველა უბედურების ზვიად გამსახურდიაზე გადაბრალებით, ჩაკლან ეროვნული იდეა ქართველ ხალხში, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. თავდაცვის ყოფილმა "ჩუსტებიანმა" მინისტრმა კარგად იცის, რომ პოლიტიკაში ტივტივისთვის აუცილებელია შექმნა მტრის ხატი, თუნდაც გარდაცვლილი პიროვნების სახით. ამ შემთხვევაში ზვიად გამსახურდიას ვგულისხმობ.

ამ წერილის წერის დროს, უცაბედად დამებადა კითხვა. რატომ არიან ასე პრივილიგირებულები და ყველა დანშაულ ნაპატიები ერისა და ქვეყნის მოღალატეები? როგორ ფიქრობთ, - "ჩვენ აფხაზეთს არ განვიხილავთ საქართველოს შემადგენლობაში," ეს ღალატი არ არის? და კიდევ ბევრი სხვა...

აქვე იმასაც დავწერ, როცა გვთხოვთ გვერდში დაგიდგეთ პარტიას, ხმა მოგცეთ არჩევნებში და უცებ აღმოჩნდება, რომ საარჩევნო სიებში გყავთ ის პიროვნებები, რომლებიც ანგრევდნენ საქართველოს, რომლებიც მოსკოვის დირექტივებს ბრწყინვლედ ასრულებდნენ, რომელიც პუტჩისტების მეზარბაზნე იყო და დაუნდობლად ესროდა და ხოცავდა კანონიერი ხელისუფლების წევრებს და მომხრეებს.... საქართველოს გულში რომ ესროდა!!! მიპასუხეთ, რა ვუთხრა იმ დახოცილი ვაჟკაცების სულს? როგორ შევხედო იმ ქვეყნად საქართველოს პირველ, მართალ პრეზიდენტს? როგორ შევხედო გელა ესებუას, ტალიკაძეს, ტვილდიანს, თამაზ კაკულიას, თენგო ქაჯაიას და საპროტესტო აქციებზე დახვრეტილ უამრავ ახალგაზრდას?

მე ისინი ყოველ წამს მახსოვს.... ისინი საქართველოს დამცველები იყვნენ... ჩემი მეგობრები იყვნენ... გელა ესებუა კი ჩემი ქვისლი იყო.... ახლა ვნანობ, 1992 წლის 6 იანვარს მეტეხის ხიდზე დახვრეტილ ავტობუსში რომ გადავრჩი.... ჩვენ ასეთი საქართველო არ გვინდოდა!!!"

წერს რევაზ კემულარია.

ნანახია: (944)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას