logo.png

"არა! არ არის სასოწარკვეთის ადგილი ქრისტიანთან ამ დედამიწაზე. რადგან უფალი მოვიდა ამ წუთისოფელში და თავის ეკლესიით მთლიანად დარჩა მასში, როგორ შეიძლება სასოწარკვეთას ადგილი დაეთმოს შენს სულში. უფალი ხომ აქ არის, ჩვენ გვერდით, ჩვენ შორის. შენ მხოლოდ შეჰღაღადე და მყის მის მკლავებში აღმოჩნდები და ვის შეუძლია მაშინ გამოგგლიჯოს მისი ხელიდან – რომელ მტერს, რომელ ადამიანს, რომელ ეშმაკს, რომელ ჯოჯოხეთს! ვერც ერთი ძალა, ვერც ერთი ბოროტი ძალა ვერ შეძლებს, დაგვაშოროს ღვთიურ სიყვარულს. მისით ჩვენ უფრო ძლიერები ვართ ყოველგვარ ბოროტებაზე, ყოველგვარ ცოდვაზე, ყოველგვარ ჯოჯოხეთზე, ყოველგვარ დემონზე და ყველა მათზე ერთად აღებულზე. მთელი სიბრძნე ქრისტიანისა ამაშია: მოეჭიდო მოუწყვეტლად უფალ იესო ქრისტეს, მოეჭიდო ლოცვით, მოეჭიდო მარხვით, მოეჭიდო მოწყალებით, მოეჭიდო სიყვარულით, მოეჭიდო სიმშვიდით, მოეჭიდო სიმდაბლით, მოეჭიდო მოთმინებით, მოეჭიდო სინანულით, მოეჭიდო წმინდა აღსარებით, ყოველივე ამით მოეჭიდო მას, მარადიულს, ღმერთსა და უფალს, რომლის მაგივრობას ვერავინ და ვერაფერი ვერ გასწევს, მოეჭიდო ყოველი წმინდა საიდუმლოთი და ყოველი წმინდა ღვთისსათნო საქმით. და რა იქნება მაშინ? მაშინ ყველა სიკვდილსა და ყველა ტანჯვაზე შენ სიხარულით გაიმარჯვებ – რწმენისა და გადარჩენის სიხარულით."

წმ. იუსტინე პოპოვიჩი

ნანახია: (975)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას