logo.png

 

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

 

- გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ანნეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა, მსოფლიოს მოუწოდა რუსეთს „ძალის დემონსტრაციის პოზიციიდან“ დაელაპარაკოს, რადგან მისი თქმით, ცივილური სამყარო მზად უნდა იყოს რომ პუტინის რეჟიმი, რომელიც სამხედრო მოდერნიზაციას ახორციელებს, იარაღის ჟღარუნს დაიწყებს.

- საპასუხოდ, მოსკოვიდან მარია ზახაროვას ხმაც გაისმა. საკუთარ ფეისბუკზე, სადაც ის ხშირად საქართველოს სალანძღავ წერილებთან ერთად ცუდად მოხარშული ქათმის ფოტოებსაც დებს ხოლმე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოუწოდა გერმანელ მაღალი რანგის ჩინოვნიკს, კარგად გადაათვალიეროს მისი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ამერიკული საჯარისო შენაერთების ფოტო-ვიდეო მასალა:

- „გერმანია დღემდე საინტერესო (თავს ვერ დავდებ, რომ საუკეთესო, მაგრამ ნამდვილად საინტერესო) მდგომარეობაშია. მისი უსაფრთხოება სრულად სხვა სახელმწიფოზეა დამოკიდებული. ამერიკას გერმანიის მიწებზე ყველაზე მსხვილი სამხედრო კონტიგენტი უყენია და სხვისი კუნთებით ბაქიბუქი, არაფრის მომცემია!“

- კარენბაუერის მოწოდების უკან საინტერესო მოვლენა დგას - ამერიკაში პრეზიდენტი შეიცვალა, ცნობილია, რომ ტრამპი ევროპიდან, კერძოდ კი გერმანიიდან სამხედრო კონტიგენტის დიდწილად გაყვანის მომხრე იყო.

- ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა უფრო ხისტი იქნება და შემცირების ნაცვლად, გერმანიის მიწებზე უფრო მეტი ამერიკელი სამხედრო და ატომური იარაღი განთავსდება, რაც რუსეთის ხელისუფლებას აგრესიის დემონსტრირების წინ კარგად დააფიქრებს რა პასუხი შეიძლება მიიღოს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

ნანახია: (845)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას