logo.png

 

Teimuraz თეიმურაზ Zakradze ზაქრაძე

 

ფსკერზე ვართ

ფსკერიდან ხალხს მხოლოდ ეროვნული ღირსება წამოაყენებს, მხოლოდ ღირსება და მეტი ვერაფერი.

ამას არ უშველის ჟურნალისტური გამოძიებები და კრიმინალი ოლიგარქიის ქურდობის მხილებები.

ბრძოლის ილუზია არის მხოლოდ.

რომ იპარავენ, რომ გვკლავენ, რომ გვანადგურებენ, გამოძიების გარეშეც მშვენივრად იცის ხალხმა.

ოღონდ ფსკერიდან ადგომის მოტივაციას ვერ ხედავს.

დეპრესიულ მდგომარეობაში სურვილიც არ არის თავისი თავი რომ ირწმუნოს და ადგეს.

ზვიადს არც ტელევიზია ჰქონდა, არც ფული, მიტინგებზე აუხსნა და დაანახა ქართველს ხალხს რას ნიშნავს ეროვნული თვითშეგნება და ღირსება, ხალხიც აღდგა და გაყვა. ზვიადი იყო და არის ეროვნული ღირსების მაგალითი და ავტორიტეტი.

ოპოზიციას რეიტინგული ტელევიზიაც აქვს, ფულიც აქვს, ოღონდ პრაგმატული, მატერიალისტური და ზედმეტად მიწიერია.

ამიტომ ეროვნული თვითშეგნების და ღირსების ნაპერწკალს ვერ აღვივებს ვერანაირად.

ეროვნული თემა დაწყებული "ქართველობას გვართმევენ" მონოპოლურად უკავია ეკლესიას.

სამართლიანობის და ღირსების ლოზუნგით კი ოცნება მოვიდა..

პრაგმატული, კონსერვატიული ოპოზიცია უმთავრეს იდეალისტურ, არამატერიალურ ველზე უბრალოდ არც და ვერც მონაწილეობს.

ეროვნული ფილოსოფია და ეროვნული იდეოლოგია გაყალბებულად და გაუკუღმართებულად მიეწოდება ხალხს ანტიეროვნული ხელისუფლების და ელიტების მიერ.

ამის საპიწონედ კი ოპოზიციას არ აქვს არაფერი.

ასე რომ ოპოზიციას არც ეროვნული იდეები აქვს და ვერც ღირსების და სამართლიანობის მაგალითს იძლევა.

ოპოზიციას არ აქვს ეროვნული ღირსების ავტორიტეტი.

ამიტომაც არ "მუშაობს" ასეთი მატერიალისტური თემები.

გამოძიებები და პერფორმანსები არ იწვევს ხალხში ფსკერიდან ადგომის და გაერთიანების სურვილს და ვერც გამოიწვევს.

ამის მიზეზები კიდევ ცალკე თემაა.

წერს თეიმურაზ ზაქრაძე.

ნანახია: (745)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას