logo.png

 

Kaki Bokuchava

 

"კი არიან კვაჭები, შულერები, ტრიუკაჩები, მატყუარები, მაგრამ ხომ ვიცით რომ ბოლო ბოლო ასეთი ხალხი როგორ ამთავრებს, როგორ სკდება ასეთი საპნის ბუშტები.

ხომ შეგხვედრიათ ცხოვრებაში ფლიდი, ყალბი და აფერისტი კაცი, ბოლოს რომ მაინც ისეთს იზამს საბოლოოდ ჩაისვრება, კუთხეში მიმწყვდეული ისეთ აფერისტობას ჩაიდენს, თავს დაიღუპავს, რადგან სხვა არაფერი იცის აფერისტობის გარდა, თვითონ გაეხვევა უბედურებაში.

ეს ჩაკეტვა გამოუვალ მდგომარეობაში, აგონიაში მყოფი ხელისუფალის გადაწყვეტილებაა, აბა ჭკუთმყოფელი ამას იზამს?

ვინც უნდა უმკურნალოს ხალხს, ის როგორ მივა სამსახურში, რას იზამს? ფეხით მივა გლდანში მცხოვრები დიღმის საავადმყოფოში მომუშავე ექთანი, სანიტარი და ექიმი?

ტრანსპორტში ხალხი ისედაც კანტი კუნტად იყო უკვე ,თუ ჯდებოდა ვინმე გარდუვალი აუცილებლობით ჯდებოდა, მერე სამსახური და სხვა თუ რამ დაკეტილი იქნება, სად ივლის ეს ხლხი, სად?

მოკლედ ამ ჩაკეტვით ჯერ ხალხი დასაჯეს ხმის არ მიცემის გამო და გონიათ თავიც გადაირჩინეს.

დროებით.

საღი აზრი ასეთ ჩაკეტვაში არაა,მით უმეტეს ჩვენნაერი მყიფე ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, ამ ჩაკეტვის შედეგებით არანაკლები ადამიანი გაუბედურდება, მოკვდება კიდეც, ვიდრე კორონათი, ამის აღმრიცხველი არავინაა ამათ ხელში თორემ ეს ასე რომაა,ამას ყველა საღი ადამიანი მიხვდება.

დროებით გადაირჩინეს თავი, გაყალბებული არჩევნების შედეგების გასათრევად, პროტესტის ჩასაქრობად.

სულს ღაფავენ.

მხოლოდ დროებით გავა ეს ტრიუკი.

არც კი წარნოუდგენიათ, ეს მოტყუებული,გადაგდებული, გამწარებული დამშეული , გამომწყვდეული და გაბრაზებული ხალხი, ვინც გადაურჩება ამ ორ სენს , კორონას და ქოციანობას რას უზამს, სულ ცოტა ხანში. დარწმუნებული ვარ ვეღარანაირი აფიორა და ტრიუკი ვერ უშველით, ვერანაირი.

აგერ ვნახოთ.

მთლიანად გაშიშვლდენ უკვე, კორონათი ნაშოვნი ასეული მილიონები ბოლო ნაშოვნი ფულია, მალე კი მოპარულს და მიტაცებულს დააბრუნებენ, დააბრუნებინებს ხალხი.

ჩვენი რჩევა კი ისაა ამ ბოლო თვეებში და დღეებში გონორს მოუკლონ, ნაკლები ცინიზმი და სარკაზმი იყოს მათ სიტყვაში და საქმეში. მთავარი პროპაგანდისტები, უტიფრები და ცინიკოსები ავანსცენას მოაშორონ და კიდევ უფრო ნუ გაამწარებენ, გააღიზიანებენ ხალხს, ცოტა შეიმსუბუქონ ხვედრი."

წერს კაკი ბოკუჩავა.

ნანახია: (623)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას