logo.png

 

Revaz Kemularia

 

"ახლა გამახსენდა. პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ უარი თქვა პურის გაძვირებაზე 1991 წელს. ჯერ კიდევ საბჭოთა სისტემის დემონტაჟს ვახდენდით და ხალხი არ იყო მზად ახალი რეალობებისთვის. ბატონ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას მეორე დღეს საპროტესტო აქციებით შეხვდნენ მომავალი პუტჩისტები!!!

გამსახურდიას ეს გადაწყვეტილება ანგრევსო ქვეყნის ეკონომიკას. რა თქმა უნდა, ეს ფარსი მიზეზი იყო... როგორც შემდეგ თვეებში დავინახეთ, სულ სხვა გეგმები ჰქონდათ.

დღეს რა ხდება? დღეს არა მარტო პური გაძვირდა, არა მარტო წამლები გაძვირდა, სრულიად ჩამოინგრა ეკონომიკა, ვართ მიმაგრება მისჯილები... თავზე გვენგრევა ქვეყანა... იხოცება ხალხი არა მარტო პანდემიისგან, არამედ შიმშილისგანაც და კაციშვილი ხმას არ იღებს...

ოპოზიცია მოლაპარაკებებს რაუნდების მიხედვით აწყობს... აკლებული აქვთ ტელე ეთერები... საუბრობენ გაუთავებლად და შედეგი არაფერი ჩანს....

ახლა დაფინანსებაც გვინდაო...

კი ბატინო... ფული კარგია, მაგრამ ისე გაერთეთ, უკვე დაგავიწყდათ ვინ ხართ და რისთვის იბრძვით...

იცით რომ ხალხი ყველაფერს მოითმენს .. ახლა ცდილობთ რამენაირად არც შამფური დაწვათ და არც ხორცი.... დაფინანსებაც მიიღოთ და კომფორტიც არ მოიკლოთ. ასე იცის იდეის გარეშე ბრძოლამ... აგერ მე და აგერ თქვენ... მშვენივრად, აუჩქარებელი ტემპით, შებრძანდებით პარლამენტში... აქვე გამახსენდა ბატონ ზვიად გამსახურდიას ნათქვამი. - ჩემს შემდეგ იქნება ბევრი პარტია, მაგრამ ყველანი იქნებიან ერთნი.... არ არიან თუ ..?"

წერს რევაზ კემულარია.

ნანახია: (628)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას